8 მაისს, ბაქოში გამართულ ძიუდოისტთა გრანდ სლემზე წარმატებით იასპარეზა ბექა ღვინიაშვილმა (-100), რომელმაც ტურნირის მოგებასთან ერთად, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა.
ბექამ ფინალში უნგრელ მიკლოშ ცირიენიჩი იპონზე 36 წამში დაახეთქა.
ღვინიაშვილმა პირველ წრეში საემიროების წარმომადგენელ, მსოფლიოს პრიზიორ ივან რემარენკოს იპონით სძლია. შემდეგ კი ასევე სუფთად ჯერ მასპინძელთა მსოფლიოს ჩემპიონ ელხან მამადოვს აჯობა, მერე კი - აზიის ჩემპიონ ირანელ ჯავად მაჰჯოუბს. 1/4-ფინალში ბექამ თავისზე ლამის ერთი თავით მაღალ გერმანელს, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოსმედალოსან დმიტრი პეტერსს ვაზარ-იუკოთი აჯობა.
ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი აარონ ვულფი დააიპონა.
სამწუხაროდ, ტურნირზე გამოსვლა ნაადრევად დაასრულეს სხვა ქართველმა ძიუდოისტებმა: თორნიკე ჯუღელმა, უშანგი მარგიანმა (ორივე -90), ლაშა ტაველურმა (100), ლევან მატიაშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა (ორივე +100).
18:00 08-05-2016
ბაქოს გრანდ სლემი: ბექა ღვინიაშვილის გამარჯვება და ოლიმპიადის ლიცენზია [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 29 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
იოლად და დამაჯერებლად. ვაშა ურა. ყველაზე მეტად მინდა ოლიმპიადაზეც ამ ხასიათზე დაგვაყენოს
0
0
ეს რომ 90 ში აჭიდავო დაჭამს იქ ხალხს აბ რას უზავს. ლიპო კი კაგი მოწიდავეა მაგრამ, ბექამ ისე მოუმატა დარწმუნებული ვარ გადატეხვსწელში ლიპოს. ლიპარტელიანი ოქროს ვერ ჩამოიტანს გამორიცხულია ის კარგი ძიუდოისტია მაგრამ არა საუკეტესო ბექა კი ნამდვილად სასწაულია და 90 ში ოქროსაც ადვილად ამოიტანდა. 100 კი შანი ბევრად ნაკლებია.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული