ბაქოს გრანდ სლემი: ბექა ღვინიაშვილის გამარჯვება და ოლიმპიადის ლიცენზია [VIDEO]

AutoSharing Option
8 მაისს, ბაქოში გამართულ ძიუდოისტთა გრანდ სლემზე წარმატებით იასპარეზა ბექა ღვინიაშვილმა (-100), რომელმაც ტურნირის მოგებასთან ერთად, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა.

ბექამ ფინალში უნგრელ მიკლოშ ცირიენიჩი იპონზე 36 წამში დაახეთქა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ღვინიაშვილმა პირველ წრეში საემიროების წარმომადგენელ, მსოფლიოს პრიზიორ ივან რემარენკოს იპონით სძლია. შემდეგ კი ასევე სუფთად ჯერ მასპინძელთა მსოფლიოს ჩემპიონ ელხან მამადოვს აჯობა, მერე კი - აზიის ჩემპიონ ირანელ ჯავად მაჰჯოუბს. 1/4-ფინალში ბექამ თავისზე ლამის ერთი თავით მაღალ გერმანელს, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოსმედალოსან დმიტრი პეტერსს ვაზარ-იუკოთი აჯობა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი აარონ ვულფი დააიპონა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სამწუხაროდ, ტურნირზე გამოსვლა ნაადრევად დაასრულეს სხვა ქართველმა ძიუდოისტებმა: თორნიკე ჯუღელმა, უშანგი მარგიანმა (ორივე -90), ლაშა ტაველურმა (100), ლევან მატიაშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა (ორივე +100).
მკითხველის კომენტარები / 29 /
"ბეჭიც კი ამოუგდო". ბექა!!! გილოცავ გამარჯვებას!!! წინ ოლიმპიადაა... გაიხარე და კიდევ ბევრჯერ გაგვახარე!!! გმადლობთ!!!
tngh
18:06 08-05-2016
0
გა(ვ)იხარეეეეეეეეე(თ)!
ა, მართლა(!) ტალანტი!
18:07 08-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული