საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ალმათის "გრან პრისთვის" დაირაზმა

AutoSharing Option
13 მაისს, ალმათიში, საოლიმპიადო ქულების თვალსაზრისით, სეზონის ბოლო "დიდი მუზარადი" იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა - რამდენიმე ლიდერი დაისვენებს, თუმცა ორ წონაში, 73-სა და მძიმეში ოლიმპიადაზე წასვლის კანდიდატები გამოვლენ. ეს იმიტომ, რომ ამ წონებში ჯერაც შიდაკონკურენტული ვითარებაა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ამ ორ წონაში და ვინ უკეთ გამოიყენებს შანსს ამჯერად.

დანარჩენ წონებში ლიდერთა ვინაობა, ვფიქრობთ, საკამათო აღარაა და ამიტომ მათ ასვენებენ. მით უფრო, მათ განაღდებული აქვთ გამოსვლა მაისის ბოლოს მექსიკურ გვადალახარაში გასამართავ მასტერსზე.

ამჯერად მონაწილე არ გვეყოლება ქალთა
ტურნირში. არადა, ესტერ სტამს (70) სულ რამდენიმე ქულა აშორებს სალიცენზიო ზონასთან, თუმცა ის რეგიონულ კვოტაში მაინც ხვდება.

ჩვენი ნაკრები უკვე გაემგზავრა ყაზახეთში. დღეს აწონვაა, შეჯიბრების გრაფიკი კი ტრადიციულია - ხვალ ვაჟებშიც და ქალებშიც უმჩატესი წონების, შესაბამისად, 60-66 და 48, 52, 57-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ, ზეგ ტატამი ვაჟებიდან 73-81-ის, ქალებიდან კი 63-70-ის ძიუდოისტებს დაეთმობათ. კვირას ვაჟებიდან 90, 100 და +100-ის ფალავნები იბრძოლებენ მედლებისთვის, ქალებში კი 78 და +78 კგ წონისანი იჭიდავებენ.

60 კგ. გიორგი ბროლაშვილი
66 კგ. თორნიკე თათარაშვილი, გიორგი გუგულაშვილი
73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. ლევან გუგავა, ლაშა ზურაბიანი
90 კგ. ზვიად გოგოჭური, ნოდარ ბერიანიძე
100 კგ. ალექსანდრე მსხალაძე, რევაზ წულუკიძე
+100 კგ. ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
-100-ში მსხალაძე კი არა ზაალიშვილი გამოდის.
fraternity
10:48 13-05-2016
0
ბექა უკვე ოლიმპიელია და მედალს ველით ბრაზილიიდან! ღმერთმა ქნას ოქროს!
ენვერი
18:42 12-05-2016
0

სიახლეები პოპულარული