სხვა საკითხებთან ერთად, ლიპარტელიანმა მის მოტივატორზე ისაუბრა, თუ ვის უძღვნის მის წარმატებებს და წარუმატებლობის დროს ვინ უდგას გვერდში.
მკითხველი:
- გამარჯობა, ვალერი! მაინტერესებს, ვინ/რა არის შენი მოტივატორი ნებისმიერი შეხვედრის წინ, ვის უძღვნი თითოეულ წარმატებას და წარუმატებლობის შემთხვევაში ვინ გიდგას გვერდში? წარმატებებს გისურვებ შენც და მთელ გუნდსაც, გაგვახარეთ ოლიმპიადაზე!
- ჩემი ოჯახი, ჩემი გულშემატკივრები და მთლიანად მთელი ქვეყანა... როცა ჩემი ქვეყნის სახელით გავდივარ, მისი დროშის ქვეშ ვასპარეზობ,
როცა ვმარცხდები, სულ იმაზე ვფიქრობ, თუ რამდენი ადამიანი დგას ზურგს უკან, რამდენ ადამიანს დავწყვიტე გული მარცხით - ეს ყველაზე დიდი ტკივილია, რასაც შეიძლება სპორტსმენი განიცდიდეს. ბევრი ადამიანი დგას ჩვენ უკან, ბევრი უყურებს ჩვენს შეხვედრებს და ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენი თავისთვის არ კეთდება - ქვეყნისთვის კეთდება. ამაზე დიდი მოტივაცია არ არსებობს.
თუ პირადულად და სიღრმისეულად ჩავუღრმავდებით, მაშინ ჩემი ოჯახი, ჩემი პატარები და ყველა ის ადამიანი, ვინც გვერდში მიდგას. მადლობა მათ.
სრული "ინტერნეტკონფერენციის" ნახვა შეგიძლიათ აქ - ვალერი ლიპარტელიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.