როგორც ოლიმპიური ვერცხლის მედლის პრიზიორმა ტელეკომპანია "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ის 90 კგ წონით კატეგორიიდან 100 კგ-ში გადადის.
დიდი ალბათობით, 90 კგ წონით კატეგორიას ბექა ღვინიაშვილი დაუბრუნდება, რომელიც ისედაც ამ კატეგორიაში იყო, თუმცა ოლიმპიადის გამო 100-ში გადავიდა.