გადაწყდა: ვალერი ლიპარტელიანი 100 კგ წონით კატეგორიაში იჭიდავებს

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ-ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვალერი ლიპარტელიანი ოლიმპიადის დასრულების შემდეგ წონით კატეგორიას იცვლის.

როგორც ოლიმპიური ვერცხლის მედლის პრიზიორმა ტელეკომპანია "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ის 90 კგ წონით კატეგორიიდან 100 კგ-ში გადადის.

დიდი ალბათობით, 90 კგ წონით კატეგორიას ბექა ღვინიაშვილი დაუბრუნდება, რომელიც ისედაც ამ კატეგორიაში იყო, თუმცა ოლიმპიადის გამო 100-ში გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
წასვლამდე როგორც რუსეთში აკეთებენ ურთიერთშეხვედრები გაემართათ და ნახავდით ვინ ვის ჯობდა. ლიპო კარგი მოჭიდავეა მაგრამ ბექა კი უბრალოდ ტალანტია. ეგ ბეიკერი და გუანიც 19 წლის ასაკში დამარცცხებული ყავს. ასე რომ არ გვინდა ეხლა ნეპოტიზმის გაპრავება.
გამოაქვეყნეთ
19 აგვისტო 2016 07:11
0
ბექას არავინ არაფერი დააკარგვინა. იყო 90-ში და ვერ ჯობნიდა ლიპარტელიანს. რომ დარჩენილიყო თავის წონაში საერთოდ ვერ წავუდოდა ოლიმპიადაზე. ლიპო არ იყო ვალდებული რომ წონა შეეცვალა და თავისი გზა გაერთულებინა.
სახელი
18 აგვისტო 2016 17:54
0
ვარლამს ვერავინ გაუბედავდა ამის თქმას, თავისით მიღებული გადაწყვეტილებაა,ყოჩაღ ღირსეულო კაცო.
geo
18 აგვისტო 2016 15:57
0
ერთი ოლიმპიური ოქრო დააკარგვინეთ ბექას, ახლა კარგი დროა, ამიტომ გარბიან სპორცმენები საქართველოდან.
tamasi
18 აგვისტო 2016 15:03
0
ვეტანხვები ლიპოს გადაწყვეტილებას
lasha
18 აგვისტო 2016 14:35
0
ღირსეული ადამიანის ვაჟკაცური გადაცკვეტილება, ყოჩაღ
miriani
18 აგვისტო 2016 13:24
0
გირსეული ადამიანიც კოფილა. ყოჩაღ
sergo
18 აგვისტო 2016 13:22
0
მაგარი კაცი ხარ, ჩემი აზრით ვაჟკაცური საქციელია
miriani
18 აგვისტო 2016 13:16
0
ან ხშირად უყურეთ ძიუდოს ან #თორნიკე# წაიკითხეთ ყურადღებით და ასეთი მიამიტური და არაკომპეტენტური აზრები არ გაგიჩნდებათ
322 ს და ***ს
18 აგვისტო 2016 11:30
0
მწვრთნელებს ვეთანხმები სრულად ორივე გადაწყვეტილებაში. თავის დროზე ნაკრებს ჭირდებოდა ყველა წონაში ლიცენზია,რასაც 100კგ ში ღვინიაშვილის გარდა ვერავინ მიუახლოვდა, ხოლო 90 ლიპოს იმხელა ავტორიტეტი და გამოცდილება უმაგრებდა ზურგს,მისი ოლიმპიადაზე წაუსვლელობა სისულელე იქნებოდა, მითუმეტეს ბოლო 2 შეხვედრა აშკარა უპირატეაობით მოუგო ბექას. რაც შეეხება ახალ გადაწყვეტილებას გამართლებულია. ბექაბარის ტალანტი, რომელმაც 90კგ-ში მოიგო 4ჯერ მსოფლიო ახალგაზრდებში და არაერთი გრასლემი გრანპრი და ერთის მასტერსი მიაყოლა,უბრალოდ მას გაბარიტები არ ყოფნის 100კგ-ისთვის მაღლებთან ჩავლების აღება უჭირს. ლიპოსსთვის კი პირიქით, ის მაღალია და თანაც მისი საუკეთეაო ილეთის გაკეთება, ,,უჩიმატა" ბევრად ადვილი შესასრულებელი იქნება და თანაც ლიპოს ბევრჯეე უჭიდავია კლუბში 100კგ-ში და საკმაოდ წარაატებულად. გეშინოდეთ 100კ ლიდერებო...
თორნიკე
18 აგვისტო 2016 11:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული