ახლა სწორედ ეს პერიოდი დადგა და საქართველოს ძიუდოს ფედერაცია პირველი გამოეხმაურა ამას - 23 აგვისტოს გაიმართა აღმასკომის სხდომა, რომელმაც დაადგინა, რომ ახალი საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა ჩატარდეს 2016 წლის 30 სექტემბერს, 12 საათზე, დიღმის მასივში მდებარე ძიუდოს
პრეზიდენტობის მსურველთათვის განაცხადების წარდგენის ვადა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, 18 საათზე იწურება.
როგორც გითხარით, ეს ყრილობა საანგარიშოც იქნება: მოისმენენ ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის მოხსენებას გაწეული სამუშაოს შესახებ.
სავარაუდოდ, იქვე შეაფასებენ რიოს ოლიმპიადაზე ნაკრების გამოსვლას, რასაც მოჰყვება პრეზიდენტობის კანდიდატთა მოხსენებები მათი სამომავლო გეგმების თაობაზე, პრეზიდენტისა და სხვა ხელმძღვანელ პირთა არჩევნები.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"