რიო 2016: ზვიად გოგოჭური ფინალშია!

AutoSharing Option
10 სექტემბერს რიოს პარალიმპიადაზე 90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური ფინალში გავიდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ასპარეზობა 1/4-ფინალიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში არგენტინელ ხორხე ლენსინასთან იპონით იმარჯვა. გოგოჭურმა იპონით იმარჯვა ნახევარფინალშიც, სადაც მეტოქედ ამერიკელი დარტანიონ კროკეტი ერგო.

ქართველის მეტოქე ფინალში უკრაინელი ალექსანდრ ნაზარენკო იქნება. ფინალი დაახლოებით 22:50 საათზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ პარალიმპიადაზე გოგოჭური საქართველოს პირველ მედალს მოუტანს. აქამდე ეს არავის გაუკეთებია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარი ხარ ზვიად, შემოგევლე, მიდი ბოლომდე ლომო!!!
B-52
22:56 10-09-2016
0
შენთან ვართ ზვიად
vano
22:29 10-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული