ევროპის ჩემპიონატი. ახალგაზრდები: ნაგლიაშვილმა და კაციაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს

AutoSharing Option
16 სექტემბერს, ესპანეთის ქალაქ მალაგაში დაწყებულ ახალგაზრდა ძიუდოსტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ვიცე-ჩემპიონები თორნიკე ნაგლიაშვილი (-66) და გიორგი კაციაშვილი (-73) გახდნენ.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვეს ირაკლი კუპატაძემ (-55) და მარიამ ჯანაშვილმა (52).

კონტინენტის პირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს ბრძოლა ადრეულ ეტაპებზევე დაასრულეს დავით გეჯაძემ (55), რობინზონ ბეგლარიშვილმა (60), სალომე მარგიანმა (48), მზია ბებოშვილმა (52) და ეთერ ლიპარტელიანმა (57).

დანარჩენ წონებში პირადი პირველობა დღეს, 17 სექტემბერს გაიმართება, გუნდური შეჯიბრება კი კვირას, 18 სექტემბერს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული