ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვეს ირაკლი კუპატაძემ (-55) და მარიამ ჯანაშვილმა (52).
კონტინენტის პირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს ბრძოლა ადრეულ ეტაპებზევე დაასრულეს დავით გეჯაძემ (55), რობინზონ ბეგლარიშვილმა (60), სალომე მარგიანმა (48), მზია ბებოშვილმა (52) და ეთერ ლიპარტელიანმა (57).
დანარჩენ წონებში პირადი პირველობა დღეს, 17 სექტემბერს გაიმართება, გუნდური შეჯიბრება კი კვირას, 18 სექტემბერს ჩატარდება.