U23. ბექა ღვინიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
12 ნოემბერს, თელ ავივში გამართულ 23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ბექა ღვინიაშვილმა (-90) ოქროს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადამოვლილმა ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუსი იაჰორ ვარაპაევი დაამარცხა. ბექამ მეტოქე ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა.

აღსანიშნავია, რომ ღვინიაშვილმა ტურნირზე გამართული ხუთი ბრძოლიდან ოთხი სუფთად მოიგო.

ამრიგად, საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა 2 ოქროს მედლით დაასრულა. მანამდე ახალგაზრდებში კონტინენტის ჩემპიონი კობა მჭედლიშვილი (-81) გახდა.

დღეს ტურნირზე სასტარტო შეხვედრები დათმეს და ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ ლევან გუგავა (-81), უშანგი მარგიანი (-90) და გურამ თუშიშვილი (+100).
მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო ლაშა ტაველურმა (-100).

პირველ დღეს კი წარუმატებლად თემურ ნოზაძემ (-60), თორნიკე ნაგლიაშვილმა (-66), გიგა გიგაურმა (-73) და მარიამ ჯანაშვილმა (-52) წარუმატებლად იასპარეზეს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
აბა აბა? პირველსაც აიღებდა და ერთ გოდორ ოქროსაც წამოიღებდა. სასაცილოა ქართველების ყველაფრში ექსპერტობა, იმიტომაც ვართ ასეთი "წარმატებული ქვეყანა". ლიპოს დონემდე თუ მივა კარიერის ბოლომდე ღვინიაშვილი ყველას ძალიან გაგვიხარდება. ცოტა აზრიც დააყოლეთ ნათქვამს როცა შედარებას აკეთებთ ძიუდოს სამყაროში აღიარებულ პროფესორთან. მე ძალიან მსიამოვნებს როცა თვითონ რუსებიც კი ამ მეტსახელით მოიხსენიებენ ლიპოს და აქ კიდევ რაღაც ზღაპრებს თხზავენ ზოგიერთები. ბავშვებთან ჭიდაობა და ძიუდოს კორიფეებთან შერკინება ერთი და იგივე ნუ გგონიათ. რეალობას დაუბრუნდით ბიძინასი არ იყოს.
.........
00:32 14-11-2016
0
ლიპოს სიმაღლეც უწყობდა ხელს ზედა წონაში გამოსულიყო,ამდენ კილოსაც არ დაიკლებდა.აი ბექას კი 90 -ში დიდი შანსი ქონდა წარმატების და უბრალოდ განწირულის როლი ითამაშა 100 კილოში
sano
19:25 13-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული