U23. ბექა ღვინიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
12 ნოემბერს, თელ ავივში გამართულ 23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ბექა ღვინიაშვილმა (-90) ოქროს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადამოვლილმა ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუსი იაჰორ ვარაპაევი დაამარცხა. ბექამ მეტოქე ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა.

აღსანიშნავია, რომ ღვინიაშვილმა ტურნირზე გამართული ხუთი ბრძოლიდან ოთხი სუფთად მოიგო.

ამრიგად, საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა 2 ოქროს მედლით დაასრულა. მანამდე ახალგაზრდებში კონტინენტის ჩემპიონი კობა მჭედლიშვილი (-81) გახდა.

დღეს ტურნირზე სასტარტო შეხვედრები დათმეს და ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ ლევან გუგავა (-81), უშანგი მარგიანი (-90) და გურამ თუშიშვილი (+100).
მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო ლაშა ტაველურმა (-100).

პირველ დღეს კი წარუმატებლად თემურ ნოზაძემ (-60), თორნიკე ნაგლიაშვილმა (-66), გიგა გიგაურმა (-73) და მარიამ ჯანაშვილმა (-52) წარუმატებლად იასპარეზეს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
აბა აბა? პირველსაც აიღებდა და ერთ გოდორ ოქროსაც წამოიღებდა. სასაცილოა ქართველების ყველაფრში ექსპერტობა, იმიტომაც ვართ ასეთი "წარმატებული ქვეყანა". ლიპოს დონემდე თუ მივა კარიერის ბოლომდე ღვინიაშვილი ყველას ძალიან გაგვიხარდება. ცოტა აზრიც დააყოლეთ ნათქვამს როცა შედარებას აკეთებთ ძიუდოს სამყაროში აღიარებულ პროფესორთან. მე ძალიან მსიამოვნებს როცა თვითონ რუსებიც კი ამ მეტსახელით მოიხსენიებენ ლიპოს და აქ კიდევ რაღაც ზღაპრებს თხზავენ ზოგიერთები. ბავშვებთან ჭიდაობა და ძიუდოს კორიფეებთან შერკინება ერთი და იგივე ნუ გგონიათ. რეალობას დაუბრუნდით ბიძინასი არ იყოს.
.........
14 ნოემბერი 2016 00:32
0
ლიპოს სიმაღლეც უწყობდა ხელს ზედა წონაში გამოსულიყო,ამდენ კილოსაც არ დაიკლებდა.აი ბექას კი 90 -ში დიდი შანსი ქონდა წარმატების და უბრალოდ განწირულის როლი ითამაშა 100 კილოში
sano
13 ნოემბერი 2016 19:25
0
გაიხარე ბექაააა.ვიდეო დადეტ რა
bajo
13 ნოემბერი 2016 18:13
0
Beqa udavod planetis erterti udzlieresi dziudoistia, momavalshi misi momrevic araviniqneba tavis wonashi,magram lipoze uketes shedegs rioshi vercis dadebda da nushemedavebit, gaixsenet ra xalxi shexvda lipos finalamdeda finalshic, tradiciuli dziudos skolebis warmomadgenlebi, beqas sulodnavi dagvineba akliada axal istorias dawers dziudoshi.
Alika
13 ნოემბერი 2016 18:10
0
ოლიმპიადაზე ლიპოს ნაცვლად ღვინიაშვილი რომ წაეყვანათ უეჭველი ოქროს აიღებდა!!!
musenbezi
13 ნოემბერი 2016 17:39
0
მაგარი კაცი, ძალიან მაგარი!
გიგლია
12 ნოემბერი 2016 23:57
0

სხვა წონებში ა ს ე როგორ წააგეს ?!

ასე არასაიმედონი არიან ?!

სერიოზულად საფიქრალია!
glaxuna
12 ნოემბერი 2016 23:26
0
ბექა გაიხარე, გილოცააავ!!!! სულ გამარჯვებით გევლოს.
gizog
12 ნოემბერი 2016 23:05
0
გაუჭირდებოდა :)
paata
12 ნოემბერი 2016 20:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული