გორში ძიუდოს ახალი, თანამედროვე სტანდარტების დარბაზი გაიხსნა

AutoSharing Option
2 დეკემბერს გორში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების დარბაზი ძიუდოს განვითარების ფონდმა ააშენა.

ღონისძიებას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მინისტრი პატარა ძიუდოისტებს ესაუბრა, სპორტული ეკიპირება გადასცა და სამომავლოდ საერთაშორისო სარბიელზე წარმატებები უსურვა.

Sportall.Ge

ძიუდოს დარბაზში, რომელიც უახლესი სტანდარტებით არის მოწყობილი, ყველა
პირობაა შექმნილი სავარჯიშოდ - გასახდელები, საშხაპეები, ახალი ტატამები. დარბაზში ამ ეტაპზე 50-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს.

დარბაზი ძიუდოს განვითარების ფონდის და ძიუდოს ფედერაციის მხარდამჭერი კომპანიების, "ზედაზენისა" და კომპანია პსპ-ს ერთობლივი ძალისხმევით აშენდა და კეთილმოეწყო. სამომავლოდ ძიუდოს ფედერაცია გეგმავს დარბაზის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას, სატრენაჟორო დარბაზის, საცურაო აუზის და სასტუმროს მოწყობას.

საბოლოო ჯამში, კომპლექსი შესაძლებელს გახდის, დარბაზში მოსამზადებელი შეკრება, ადგილობრივი ძიუდოისტების გარდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა და ეროვნული ნაკრების წევრებმა გაიარონ.

მომზადებულია სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარია! ბევრი ჩემპიონი გაიზრდება მანდ.
ნიკა
08:31 03-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული