შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი ხუთშაბათს დაიწყო და პარასკევს დასრულდა. ის წლეულს სრულიად განსხვავებული - გუნდური ფორმატით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ჩვენმა ორივე ნაკრებმა მიიღო, მაგრამ ორივემ - გვარიანად გადახალისებული შემადგენლობით, ლიდერთა დიდი ნაწილი ირანში არ ჭიდაობდა. ჩვენები იქ წასვლას საერთოდ არ გეგმავდნენ, მაგრამ ირანელებმა საკუთარი ხარჯით მიიწვიეს, ამათ კი
ტურნირი ჩვენმა ორივე ნაკრებმა დიდი წარმატებით დაიწყო. პირველი დღის შედეგები, როცა ჩვენმა ორივე ნაკრებმა ორ-ორი შეხვედრა მოიგო, პარასკევს გაცნობეთ და ამიტომ ახლა მოკლედ გავიმეორებთ სტატისტიკურ მონაცემებს. "ბერძენ-რომაელებმა" პირველ პაექრობაში ირანის ხორასნის პროვინციის ნაკრები 5:3 დაამარცხეს, მერე კი ერაყს 7:1 მოუგეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ბელორუსის საკმაოდ ძლიერ გუნდს 7:1 სძლიეს, მეორე ორთაბრძოლაში კი ირანის "ჯავანინი" 6:2 დაჯაბნეს.
ამ წარმატებებით ჩვენი ორივე გუნდი ქვეჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ნახევარფინალის საგზურებიც მოიპოვა. სამწუხაროდ, იქ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ირანის სხვა გუნდთან 2:6 დათმეს და ტახტისთვის ბრძოლასაც ჩამოშორდნენ. "ბერძენ-რომაელებმა" კი ნამდვილად იყოჩაღეს - საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით მოჭიდავე თურქებს 6:2 მოუგეს და ფინალში გავიდნენ. როგორც გითხარით, იქ ირანის მთავარ გუნდს შეხვდნენ და 1:7 დამარცხდნენ.
ჩვენებურთაგან მხოლოდ მათე სოფაძემ (98) გაიმარჯვა. მის გარდა, გუნდში შედიოდნენ რამაზ სურმანიძე (59), თორნიკე ჯანგავაძე (66), ანტონ მამაგეიშვილი (71), ილია გულბათაშვილი, გოგა აფრიამაშვილი (ორივე - 75), თორნიკე ძამაშვილი (80), გიორგი ცირეკიძე (85), ლევან ყურფარაშვილი (98), ლევან არაბული და ვასილ იმერლიშვილი (ორივე - 130), ხოლო გუნდს ოთარ ტატიშვილი და ზაზა ჯიბლაძე წვრთნიდნენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"