დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ) სტარტზე პოლონელი მიხალ ტრაცკი ეფექტურად შესრულებული გდებებით აშკარა უპირატესობით, 9:1 დაამარცხა. მეოთხედფინალში ჩხარტიშვილი სომეხ არმენ მელიქიანს შეხვდა, 12:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
იური ლომაძემ (72 კგ) საკვალიფიკაციო ეტაპზე 7:1 მოუგო რუმინელ ილიე კოჯოკარის, მერვედფინალში კი ფინელი ტ. ოიალა 16:6 დაამარცხა. მეოთხედფინალში ლომაძემ სერბ ა. მაქსიმოვიცს 5:0 სძლია და ნახევარფინალში გავიდა.
შმაგი ბოლქვაძემ (67 კგ) მეოთხედფინალში 6:0 მოუგო თურქ ემრე ბასარს, შემდეგ
ნახევარფინალური ბლოკი 18:15 საათიდან განახლდება.
ზურაბ დათუნაშვილმა (82 კგ) მინიმალური ანგარიშით მოუგო პოლონეთის წარმომადგენელ ედგან ბაბაიანს და 1/8-ფინალში აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვთან მინიმალური ანგარიშით 3:4 დამარცხდა.
კოკა კირცხალიამ (97 კგ) პირველივე შეხვედრა თურ ც. ილდემთან 3:5 დათმო.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 19:00 საათზე ფინალში რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) რუსეთის წარმომადგენელ ბეკხან ოზდოევთან იჭიდავებს, ხოლო ნუგზარ წურწუმია (55 კგ), იაკობ ქაჯაია (130 კგ) და თორნიკე ძამაშვილი (77 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ. ძამაშვილი აზერბაიჯანელ ელვინ მურსალიევს დაეჭიდება, წურწუმია (55 კგ) რუს ვასილი ტოპოევს შეხვდება.
ფინალური ბლოკი 1-ელ მაისს, 19:00 საათიდან დაიწყება.