ბ/რ ჭიდაობა. უნგრეთის ტურნირი: ოქრო-ბრინჯაო სომბათჰეიდან

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა უნგრულ სომბათჰეიში დამთავრებულ იმრე პოიაკის მემორიალურ ტურნირში, სადაც 4 მედალი მოიპოვა: 1 ოქრო და 3 ბრინჯაო.

ჩემპიონი მძიმეწონოსანი ლევან არაბული გახდა. ამავე წონაში მესამეზე გავიდა ვასილ იმერლიშვილი, კიდევ ორი ბრინჯაო კი ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა (80) და ევროპის ვიცე-ჩემპიონმა რობერტ კობლიაშვილმა (85) მოიპოვეს.

მედლისთვის ნიკა კელასოვმაც (80) იასპარეზა, თუმცა საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული