"თავისუფალთა" ნაკრებს ამჯერად გელა საღირაშვილი უხელმძღვანელებს, ვისაც ტურნირზე გაფართოებული შემადგენლობა მიჰყავს, თუმცა ექსპერიმენტებისთვის არ მიუმართავს - ორი გამონაკლისის გარდა, საქართველოს ყველა ჩემპიონს აჭიდავებს, რომლებსაც ზოგან ვიცე-ჩემპიონს, ზოგან კი მესამეპრიზიორს უმატებს. თუმცა არის წონა - 84 კილოგრამი, სადაც ოთხივე მედალოსანი იასპარეზებს. რაც მთავარია, ყველა თავის წონაში ჭიდაობს და არავის აძლევენ ზედა წონაში გამოსვლის შეღავათს.
საღირაშვილი ქვეყნის ჩემპიონთაგან მხოლოდ ორს ასვენებს - ქუთაისელ მირზა სხულუხიას
განსხვავებული მიდგომა აირჩია "ბერძენ-რომაელთა" გუნდმა, რომელსაც მთავარი მწვრთნელი შეეცვალა - ზაზა სილაგაძის ნაცვლად გუნდს სოსო ჯაბიძე გაწვრთნის.
მან ბაქოში წასაყვან გუნდში ამ ასაკში საქართველოს ჩემპიონთა დიდი უმეტესობა კი დააყენა, თან - თავის წონაში, მაგრამ შეგირდთა დიდ ნაწილს ზედა წონაში გამოსვლის უფლებაც მისცა. მან სიაში ისეთებიც შეიყვანა, რომლებიც ქვეყნის მედალოსნები ვერ გახდნენ, თუმცა შანსს მაინც აძლევს.
შეგახსენებთ, რომ ბაქოს ტურნირი ერთმანეთის პარალელურად ტარდება ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში, ორივე საჭიდაო სტილში. ფაქტობრივად, ქვეყნიდან ოთხი ნაკრები გამოდის, თუმცა უცნაურობა ისაა, რომ ერთი ასაკის და ერთი სტილის ტურნირი ერთ დღეს ტარდება.
შეჯიბრებას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკები იწყებენ - დღეს ჭიდაობენ, ხვალ ამავე ასაკის "თავისუფლები" იასპარეზებენ, ზეგ უკვე ახალგაზრდა "თავისუფლები" გაითამაშებენ მედლებს, ტურნირს კი 16 აპრილს ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელები" დაასრულებენ.
შეჯიბრებაზე დაწესებულია საპრიზო ფონდიც: ჩემპიონი ჯილდოდ 500 დოლარს მიიღებს, ვიცე-ჩემპიონი - 250-ს, ხოლო ბრინჯაოსმედალოსანთა წილი 150-150 დოლარია.
როგორც გითხარით, დღეს ტურნირში "ბერძენ-რომაელი" ჭაბუკები ჩაებმებიან. ხვიჩა ქორიძის გუნდი იქ ასეთი შემადგენლობით იჭიდავებს:
42 კგ. დიმიტრი ხაჩიძე (ბორჯომი)
46 კგ. გიორგი თოხაძე (ოზურგეთი)
50 კგ. ლუკა ოჩიგავა (სენაკი)
54 კგ. გიორგი ჩხიკვაძე (სენაკი), აკაკი ოსიაშვილი (გარდაბანი), ბექა გურული (რუსთავი)
58 კგ. ხვიჩა ანანიძე (ხულო), გიორგი შოთაძე (ლაჩხუთი), გიორგი პერტაია (თბილისი)
63 კგ. ოთარ აბულაძე (ხულო), ბექა ბეშიძე (სართიჭალა)
69 კგ. დავით სოლოღაშვილი (მარტყოფი), გიორგი ნოზაძე (თბილისი), ომარ სირაძე (ოზურგეთი)
76 კგ. გიორგი ცოფურაშვილი (ნორიო), ლუკა ზაქარიაძე (ოზურგეთი)
85 კგ. ჯემალ ვაშაკიძე (თბილისი)
100 კგ. ელგუჯა ბალანჩივაძე (სამტრედია), ელგუჯა სილაგაძე (თბილისი).
ახალგაზრდული გუნდები
თავისუფალი სტილის ნაკრები
50 კგ. გოგა ძიგუა (სამტრედია), მახარე გელაშვილი (ხაშური), ალეკო გოგობერიძე (აჭარა).
55 კგ. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი), რობერტ დინგაშვილი (ყვარელი).
60 კგ. ედემი ბოლქვაძე (სამტრედია), ნიკა ბუშელაშვილი (ყვარელი).
66 კგ. ივერიკო ჯულაყიძე, გიორგი ავალიანი (ორივე - სამტრედია), მამუკა ჩაჩუა (თბილისი).
74 კგ. ნიკოლოზ კენჭაძე (ამბროლაური, ომეც), თორნიკე კვინიკაძე (ხაშური).
84 კგ. ზაურ ბერაძე (ხარაგაული, ომეც), მექი სიმონია, ჯემალ ჯაბიძე (ორივე - ქუთაისი), დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია).
96 კგ. მოგელი მეზვრიშვილი (გორი), მარად ვანაძე (აჭარა), ბექა ჭელიძე (თბილისი).
125 კგ. ზურაბ ურთაშვილი (მცხეთა), ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთაისი).
ბერძნულ-რომაული ნაკრები
50 კგ. რამაზ სილაგავა (თბილისი, ომეც), შოთა ღლონტი (ოზურგეთი).
55 კგ. ნუგზარ წურწუმია (ხობი), ვასილ ხაჩიძე (ბორჯომი).
60 კგ. დავით ბაკურიძე, ირაკლი ძიმისტარაშვილი (ორივე - ოზურგეთი), თორნიკე ჭელიძე (აჭარა).
66 კგ. გიგა ბუცხრიკიძე (თერჯოლა), ქერიმ მაჩალიკაშვილი (საგარეჯო), ჯონი ხეცურიანი (ხობი), გიორგი გუჯაბიძე (ოზურგეთი).
74 კგ. ბექა მამუკაშვილი, თენგიზ შუბითიძე, აივენჰო რიკაძე (სამივე - გარდაბანი), ნიკოლოზ ჭიკაიძე (მარტყოფი), დავით გოგიძე (ქუთაისი).
84 კგ. თემურ ჭკუასელიძე (ბორჯომი), გურამ ხეცურიანი, ალექსანდრე გუმბერიძე (ორივე - ქუთაისი), გიორგი ქაცანაშვილი (გარდაბანი).
96 კგ. საბა ბუხრიკიძე, ნიკა პატარაია (ორივე - თბილისი).
125 კგ. ბექა მაკარიძე (თერჯოლა), საბა ცეცხლაძე (ოზურგეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"