ევროპის ჩემპიონატი: გოგიბერაშვილი და არაბული ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ

AutoSharing Option
6 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთას შორის.

ტურნირის პირველ დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში თამაშდება, საქართველოს ნაკრებიდან კი ბრძოლაში ლერი აბულაძე (59), გოგა გოგიბერაშვილი (66), კოკა კირცხალია (98) და ლევან არაბული (130) ჩაებნენ.

გოგიბერაშვილი და არაბული ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ, რომელთა მეტოქეები, შესაბამისად, თურქი ატაკან იუკსელი და გერმანელ კრისტიან იონი იქნებიან. აბულაძემ და კირცხალიამ ბრძოლა ადრეულ ეტაპებზევე დათმეს და ასპარეზობა დაასრულეს.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მათი ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა კონტინენტის პირველობაზე გამოსვლა ოთხი - 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული