ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (80) ფინალში გავიდა, სადაც ბელორუს რაძიკ კულიევს შეხვდება.
ფინალური ბლოკი 21:00 საათიდან დაიწყება.
დათუნაშვილმა მანამდე რუსს ადლან აკიევს 2:1 მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში ჩეხ პეტრ ნოვაკს 8:0 სძლია. მერვედფინალში ჩვენებურმა ასევე ბულაგრელ სპორტსმენს დანიელ ტიჰომიროვ ალექსანდროვს 3:2 მოუგო.
რაც შეეხება სხვა მოჭიდავეებს, გოგა აფრიამაშვილმა (71) პირველივე შეხვედრაში შვედ კნუტ ზაკარიას ტალროტთან ანგარიშით 1:2 წააგო, გელა ბოლქვაძემ (75) მერვედფინალი უნგრელ ტამას ლორინცთან 1:2 წააგო და
შეგახსენებთ, რომ პირველ საჭიდაო დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 66 კგ-ში პრიზიორი გოგა გოგიბერაშვილი გახდა, 130-ში კი - ლევან არაბული.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა კონტინენტის პირველობაზე ოთხი - 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.