ღამის კლუბში დაჭრილი ზურაბ დათუნაშვილი პალატაში გადაიყვანეს

AutoSharing Option
გაზეთ "ლელოს" ამ ნომერში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილთან (80) ინტერვიუს ვგეგმავდით, თუმცა დღეს აბსოლუტურად სხვა თემაზე - მის ჯანმრთელობაზე გვიწევს საუბარი.

- ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ღამის კლუბში დაჭრეს

15 მაისს მოჭიდავე პალატაში გადაიყვანეს, რაც ნიშნავს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ დათუნაშვილი პარასკევ საღამოს თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ჩხუბისას დანით დაჭრეს. ჩვენი ინფორმაციით, მიყენებული აქვს ორი ჭრილობა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილია მისი ძმაც, ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი დათუნაშვილი (75),
ვინც აშველებდა მოჩხუბრებს, ოღონდ ის - გაცილებით მსუბუქად.

როგორც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით გრძელიშვილმა გვითხრა, მკურნალობის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და ჩემპიონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, შეძლებს თუ ვერ დათუნაშვილი აგვისტოში პარიზში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას, თუმცა დაგვეთანხმებით, ამ ეტაპზე ეს მეათეხარისხოვანია, მთავარი მისი ჯანმრთელობაა.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ასეთი ვანდალური ფაქტი არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, მაგრამ ძალიან დაბალ საფეხურზე ვართ ზოგიერთები. ეს საერთო სირცხვილია. თუ ვერ მოახერხა გამოჯანმრთელება და ვერ მიიღო მონაწილეობა ჩემპიონატზე, ალბათ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებსაც გაუჩნდებათ კითხვა, თუ რატომ არ მონაწილეობს ჩემპიონი ჩემპიონატზე!
ნათია
16 მაისი 2017 11:12
0
რა მოხდა საინტერესოა. რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ?
ako
16 მაისი 2017 10:22
0

სიახლეები პოპულარული