ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველებმა 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა.

ზვიად პატარიძემ (120) 1:08 წამში 8:0 გაანადგურა რუსი გიორგი გაჯინოვი და ევროპის ჩემპიონის ტიტულს მეოთხედ დაეუფლა.

გიორგი კურანიძემ (66) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ: ნუგზარ წურწუმია (55) და თემურ ჭკუასელიძე (84).

ჯამში საქართველოს ბერნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
პაატარიძეს ერთხელ მაინც რატო არ მიეცა უფროსებში ჭიდაობის შანსი (ევროპას და მსოფლიოს ვგულისხმობ) დროა შეეჩვიოს დიდ ტურნირებსაც, ამ ბიჭმა უნდა იჭიდაოს მძიმეში ოლიმპიადაზე იმედია რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდება.
წარმატებები ბიჭებს, მართლაც არნახული ბერძნულ-რომაული ახალგაზრდული ნაკრები გვყავს!
Irakli apkhaidze
09:37 03-07-2017
0
მარჯი საქართველო,მარჯი!
გია-გივი თუთბერიძე
00:20 03-07-2017
0

სიახლეები პოპულარული