ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველებმა 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა.

ზვიად პატარიძემ (120) 1:08 წამში 8:0 გაანადგურა რუსი გიორგი გაჯინოვი და ევროპის ჩემპიონის ტიტულს მეოთხედ დაეუფლა.

გიორგი კურანიძემ (66) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ: ნუგზარ წურწუმია (55) და თემურ ჭკუასელიძე (84).

ჯამში საქართველოს ბერნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
პაატარიძეს ერთხელ მაინც რატო არ მიეცა უფროსებში ჭიდაობის შანსი (ევროპას და მსოფლიოს ვგულისხმობ) დროა შეეჩვიოს დიდ ტურნირებსაც, ამ ბიჭმა უნდა იჭიდაოს მძიმეში ოლიმპიადაზე იმედია რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდება.
წარმატებები ბიჭებს, მართლაც არნახული ბერძნულ-რომაული ახალგაზრდული ნაკრები გვყავს!
Irakli apkhaidze
03 ივლისი 2017 09:37
0
მარჯი საქართველო,მარჯი!
გია-გივი თუთბერიძე
03 ივლისი 2017 00:20
0
ყოჩაღ მაგრები არიან ესეთივე შემართებით დიდებში გეჭიდაოთ სულ გამარჯვებული გევლოთ სამშობლო ამაყობს თქვენით.p.s.პატარიძე რა სტაბილურია საღოლ
კახა
02 ივლისი 2017 23:16
0
მართლაც ისტორიული შედეგია. ოქროსმედალოსანთა გარდა ძალიან მომეწონა ნუგზარ წურწუმია და საკვირველია ფინალში რომ არ ჭიდაობდა(სამწუხაროდ მისი წააგებული შეხვედრა ვერ ვნახე). ჟურნალისტებს იმის აღნიშვნა დაგავიწყდათ, რომ ჯამში გუნდურშიც პირველი ადგილი ავიღეთ, რასაც wrestlingua-ს კომენტატორი ყოველი შეხვედრის მერე გუნდურ ქულებს აჯამებდა და პირველობა ბოლოს თუ არ ვცდები ზვიად პატარიძის ფანტასტიურმა ჭიდაობამ განაპირობა. საკვირველია რა ასაკიდან ჭიდაობს პატარიძე, თუ ოთხჯერ(!) აქვს უკვე იუნიორები მოგებული:)))
murtalo
02 ივლისი 2017 22:51
0
Nakrebma istoria dacera chidaobit, 8-shi-8. daceret cota normaluri statia...
tigimani
02 ივლისი 2017 22:32
0
იდეალური შედეგია!!! გილოცავთ!!! გაიხარეთ და გაგვახარეთ!!!
tngh
02 ივლისი 2017 22:28
0

სიახლეები პოპულარული