რევაზ ლაშხმა მოიგო - ეგვიპტელი ხელში აიტაცა და ხუთქულიანზე დააგდო [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ლონდონის ოლიმპიადაზე წარმატებით დაიწყო გამოსვლა რევაზ ლაშხმა (60).

ქართველ ფალავანს ეგვიპტელ საიედ აბდელმონემ ჰამედთან დიდი ჯაფა არ დასდგომია - პირველ პერიოდშიც უპრობლემოდ მოიპოვა თითო ქულა, ხოლო მეორეში სულაც თავბრუ დაახვია - ხელში აიტაცა და ხუთქულიანზე გადააგდო.

მანამდე ერთი ქულაც მოპოვებული ჰქონდა და პერიოდი სუფთად მოიგო.

მეოთხედფინალში ლაშხი, მოლოდინისამებრ, რუს მსოფლიოს პრიზიორ ზაურ კურამაგომედოვს, თბილისის დროით, 17:48 სთ-ზე შეხვდება.

ასევე იხილეთ:
ლონდონმა ბერძნულ-რომაული ბადე დაგვიგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული