ქართველ ფალავანს ეგვიპტელ საიედ აბდელმონემ ჰამედთან დიდი ჯაფა არ დასდგომია - პირველ პერიოდშიც უპრობლემოდ მოიპოვა თითო ქულა, ხოლო მეორეში სულაც თავბრუ დაახვია - ხელში აიტაცა და ხუთქულიანზე გადააგდო.
მანამდე ერთი ქულაც მოპოვებული ჰქონდა და პერიოდი სუფთად მოიგო.
მეოთხედფინალში ლაშხი, მოლოდინისამებრ, რუს მსოფლიოს პრიზიორ ზაურ კურამაგომედოვს, თბილისის დროით, 17:48 სთ-ზე შეხვდება.
ასევე იხილეთ:
ლონდონმა ბერძნულ-რომაული ბადე დაგვიგო