ვლადიმერ გეგეშიძე ლონდონის ოლიმპიადის ნახევარფინალშია!

AutoSharing Option
6 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე 84 კგ წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე მეოთხედფინალში უკრაინელ ვასილ რაჩიბას დაუპირისპირდა და დრამატულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.

ქართველმა ფალავანმა პირველი პერიოდი მოიგო, მაგრამ მეორეში დამარცხდა და ყველაფერი მესამე სეტმა გადაწყვიტა, რომელშიც ჩვენებურმა გამარჯვების მომტანი ქულის მოპოვება ბოლო წამებზე შეძლო და შეჯიბრის ნახევარფინალში გავიდა (იხილეთ ვიდეო).

გეგეშიძის მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე ვლადიკავკაზელი ფალავანი ალან ხუგაევი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებურმა მერვედფინალში აზერბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი, ირანიდან გადმობირებული სამან ტახმასები დაამარცხა.

ასევე იხილეთ:
ვლადიმერ გეგეშიძემ აზერბაიჯანელი
მეტოქე დაამარცხა და 1/4-ფინალშია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული