მანუჩარ ცხადაიამ საქართველოს მესამე სინჯის მედალი მოუტანა

AutoSharing Option
7 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, 66 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში მანუჩარ ცხადაია გერმანელ ფრენკ შტაებლერის დაუპირისპირდა და გამარჯვებული გამოვიდა.

ქართველმა ფალავანმა, რომელსაც ფინალისკენ გზა უნგრელმა ტომაშ ლორინცმა გადაუჭრა, სანუგეშო ტურნირში თავისი შანსი გამოიყენა და გერმანელ ფალავანს ორ პერიოდში, ანგარიშით 1:0 და 2:1 სძლია.

ამრიგად, მანუჩარ ცხადაიამ ბრინჯაო დაისაკუთრა და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს მესამე სინჯის მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, ოლიმპიური ოქრო ჯერ ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა, შემდეგ კი ვერცხლი ბერძნულ-რომაული სტილით
მოჭიდავე რევაზ ლაშხმა მოიპოვა.

ასევე იხილეთ:
მანუჩარ ცხადაია ლონდონში ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ეცდება [+VIDEO]
მანუჩარ ცხადაია ლონდონის ოლიმპიადის ნახევარფინალშია! [+VIDEO]
მანუჩარ ცხადაიამ შვეიცარიელი გზიდან იოლად ჩამოიცილა და 1/4-ფინალშია! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ მანუ! უბრალოდ არ გაგიმართლა თორემ შენზე მეტი ოქრო არავის ეკუთვნოდა. შემდეგ ოლიმპიადაზე ოქროთი მენახე. გაიხარე!
tony
00:39 08-08-2012
0

სიახლეები პოპულარული