საქართველოს პირველობა: საჩინო დავითაია - ახა­ლი თა­ო­ბის ამ­ბი­ცია

AutoSharing Option
სპორტკომპლექს "არენაში" ამ უქმეებზე ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავეთა საქართველოს პირველობა ჩატარდა, რომელმაც ახალ ოლიმპიურ ციკლსაც დაუდო სათავე. როგორც ეტყობა, უახლოეს წლებში მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებსაც უნდა ველოდოთ.

თავ­და­პირ­ვე­ლად იმას გეტყ­ვით, რომ ამ ნაკ­რე­ბი­დან ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ა­დის ორი­ვე მე­და­ლო­სანს ხე­ლი მო­ე­ცა­რა - თა­მა­შე­ბის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი რე­ვაზ ლაშ­ხიც (60) უმედ­ლოდ დარ­ჩა და - ბრინ­ჯა­ოსმე­და­ლო­სა­ნი მა­ნუ­ჩარ ცხა­და­ი­აც (66).

ოღონდ ამ­ჯე­რად ორი­ვე ახალ წო­ნა­ში გა­მო­ვი­და, თუმ­ცა ლაშ­ხ­მა თუ პირ­ვე­ლად სცა­და ბე­დი 66-ში, ცხა­დაია ად­რეც ხში­რად ჭი­და­ობ­და 74-ში და წლე­ულს იქ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და და ევ­რო­პის ვერ­ცხ­ლისმე­და­ლო­სა­ნიც.

გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა იმა­ში­ცაა,
რომ ლაშ­ხი არც აპი­რებს 66-ში გა­დას­ვ­ლას (ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სადღე­ი­სოდ ეს სა­კითხი პრინ­ცი­პუ­ლად არ დგას), ცხა­და­ი­ამ კი ეს სა­ბო­ლო­ოდ გა­დაწყ­ვი­ტა.

Sportall.Geთუმ­ცა ჯერ ამან შე­დე­გი ვერ მო­უ­ტა­ნა - გე­ნა­დი გო­გიშ­ვილ­თან და­მარ­ცხ­და, რო­მელ­მაც მე­რე საკ­მა­ოდ კარ­გად მო­ას­პა­რე­ზე უშან­გი ჩი­ტი­აშ­ვილ­თან წა­ა­გო და ოლიმ­პი­უ­რი პრი­ზი­ო­რიც გა­ვარ­და.

აქ­ვე ერ­თ­საც ვიტყ­ვით - მა­თი წა­გე­ბი­დან ჯერ­ჯე­რო­ბით ტრა­გე­დი­ას ნუ შევ­ქ­მ­ნით. ორი­ვემ ოლიმ­პი­ა­და­ზე დი­დი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი გა­და­ი­ტა­ნა და ჯერ კი­დევ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პე­რი­ოდს გა­დი­ან.

სე­ზო­ნიც ახ­ლა იწყე­ბა და ჯერ არ არი­ან ფორ­მა­ში, ოღონდ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტიც კარს მოგ­ვად­გა და უკ­ვე უკან და­სა­ხე­ვი გზაც აღარ აქვთ. მით უფ­რო, კონ­ტი­ნენ­ტის პირ­ვე­ლო­ბა 19-24 მარტს თბი­ლის­ში ტარ­დე­ბა და სა­კუ­თა­რი ქო­მა­გის წი­ნა­შე გა­მოს­ვ­ლა ორ­მა­გად მეტს ავა­ლებთ.

"თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა" თუ ძი­უ­დო­ის­ტე­ბი­სა არ იყოს, ახალ­მა თა­ო­ბამ ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლებ­შიც ვაჟ­კა­ცუ­რად იბ­რ­ძო­ლა და ომა­ხი­ა­ნი პრე­ტენ­ზია გა­ნაცხა­და.

Sportall.Geალ­ბათ, არც ამა­შია დი­დად გა­საკ­ვი­რი რა­მე. ჯერ კი­დევ ოლიმ­პი­ა­დამ­დე ჩან­და, რომ ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლებს ძა­ლი­ან კარ­გი თა­ო­ბა მო­ეს­წ­როთ, თუმ­ცა დრო­ში ცო­ტა და­აგ­ვი­ა­ნეს და სა­ლონ­დო­ნედ ლი­დე­რებ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბა ვერ მო­ას­წ­რეს.

სა­მა­გი­ე­როდ, ისი­ნი ასა­კობ­რივ ტურ­ნი­რებ­ში იმ­დე­ნად კარ­გად გა­მო­დი­ოდ­ნენ, უფ­რო­სებ­ში მა­თი წარ­მა­ტე­ბა დრო­ის სა­კითხი იყო. ეტყო­ბა, ეს დრო ახალ ოლიმ­პი­ურ ციკ­ლ­ში დად­გა, რო­მე­ლიც ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცესს გვპირ­დე­ბა.

უმე­ტეს წო­ნებ­ში სწო­რედ ახალ­გაზ­რ­დებ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვეს, თუმ­ცა არ შევ­ც­დე­ბით, თუ ვიტყ­ვით, რომ ჩემ­პი­ო­ნა­ტის აღ­მო­ჩე­ნად სე­ნა­კე­ლი სა­ჩი­ნო და­ვი­თაია (66) იქ­ცა - რაც ამ ბიჭ­მა იომა და იბ­რ­ძო­ლა, რაც მან შე­მარ­თე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა, ბა­რე ორ-სამ ბევ­რად გა­მოც­დილ­საც შე­შურ­დე­ბო­და.

რაც მთა­ვა­რია, სწო­რედ მან და­ა­მარ­ცხა ლაშ­ხი ძი­რი­თად დრო­ში - 2:0; 1:0. სა­ერ­თოდ, და­ვი­თა­ი­ამ ყვე­ლა შეხ­ვედ­რა ორ პე­რი­ოდ­ში მო­ი­გო და და­მა­ტე­ბი­თი არ­სად დას­ჭირ­ვე­ბია.

Sportall.Geპირ­ველ ორ შეხ­ვედ­რა­ში თი­თო პე­რი­ო­დი 7:1 და 7:2 მო­ი­გო, რაც კარ­გად ადას­ტუ­რებს, რა­ო­დენ ტექ­ნი­კუ­რად იჭი­და­ვა და რამ­დე­ნად ბევ­რი ქუ­ლა და­აგ­რო­ვა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ორ შეხ­ვედ­რა­ში მე­ტო­ქე­ე­ბად ამი­რან შა­ვა­ძე და არ­ჩილ თურ­მა­ნი­ძე ჰყავ­და, რომ­ლე­ბიც (მე­ტად­რე კი - თურ­მა­ნი­ძე) თა­ვად აცხა­დებ­დ­ნენ ამ წო­ნა­ში ლი­დე­რო­ბა­ზე პრე­ტენ­ზი­ას.

მან ტურ­ნი­რი ჩი­ნე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კით მო­ი­გო - 30:4. ის 4 ქუ­ლაც სწო­რედ იმ პირ­ველ ორ ბრძო­ლა­ში და­კარ­გა, თო­რემ მე­რე უდა­ნა­კარ­გოდ გა­ი­ა­რა გზა ოქ­რომ­დე.

ფი­ნალ­ში ედ­ნარ შა­ვა­ძე­საც და­მა­ჯე­რებ­ლად მო­უ­გო - პირ­ველ პე­რი­ოდ­ში ჩოქ­ბ­ჯენ­ში ჩი­ნე­ბუ­ლად და­იც­ვა თა­ვი და ქუ­ლა არ და­უთ­მო, მე­ო­რე­ში კი იმა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან მშვე­ნივ­რად და­ატ­რი­ა­ლა და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა.

სა­ჩი­ნო და­ვი­თაია 21 წლი­საა და ორ­ჯერ იჭი­და­ვა ახალ­გაზ­რ­დებ­ში ევ­რო­პის პირ­ვე­ლო­ბის ფი­ნალ­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად, ევ­რო­პის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლის შარ­შან­დე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი­ცაა. ის რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია, თბი­ლის­ში ვარ­ჯი­შობს თა­ვის მოგ­ვა­რე და­ვით და­ვი­თა­ი­ას­თან.

Sportall.Geკი­დევ ერ­თი ახალ­გაზ­რ­და, რო­მელ­მაც კარ­გი ჭი­და­ო­ბით გა­მო­ი­ჩი­ნა თა­ვი, 20-წლამ­დე­ლებ­ში ევ­რო­პის წლე­ვან­დე­ლი ბრინ­ჯა­ოსმე­და­ლო­სა­ნი, გარ­დაბ­ნე­ლი რო­ბერტ ქობ­ლი­აშ­ვი­ლია.

ამ წო­ნა­ში არც ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე ნა­ჭი­და­ვე­ბი ვლა­დი­მერ გე­გე­ში­ძე გა­მო­დი­ო­და და არც ქუ­თა­ი­სე­ლი და­ვით ჩაკ­ვე­ტა­ძე (ამ ბი­ჭის სა­კითხი ქარ­თუ­ლი სპორ­ტის კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მაა - რუ­სეთ­ში მი­დის კა­რი­ე­რის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად, რა­საც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სა­გან­გე­ბოდ და­ვუბ­რუნ­დე­ბით).

სა­ინ­ტე­რე­სოა, რას იზამ­და ქობ­ლი­აშ­ვი­ლი მათ­თან პა­ექ­რო­ბა­ში, მაგ­რამ ახ­ლა თა­ვი­სი შან­სი კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნა და და­მა­ჯე­რებ­ლად იჭი­და­ვა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მან ახა­ლი თა­ო­ბის რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რი და­ა­მარ­ცხა, რომ­ლე­ბიც წო­ნის ლი­დე­რო­ბის ასე­ვე დი­დი ამ­ბი­ცი­ით გა­მო­დი­ან - პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ში ახალ­გაზ­რ­დებ­ში მსოფ­ლი­ოს წლე­ვან­დე­ლი ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი (ოღონდ - 74-ში) თორ­ნი­კე ძა­მაშ­ვი­ლი ორი პე­რი­ო­დის ჯამ­ში 3:0 და­ჯაბ­ნა, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში კი ასე­ვე 20-წლი­ან­თა შო­რის მსოფ­ლი­ოს შარ­შან­დელ ჩემ­პი­ონ რე­ვაზ ნა­და­რე­იშ­ვილ­საც იმა­ვე ან­გა­რი­შით სძლია.

Sportall.Geამ წო­ნის ფი­ნალ­ში ოზურ­გე­თე­ლი ვა­ლე­რი მურ­ვა­ნი­ძე გა­ვი­და, რაც მო­უ­ლოდ­ნელ შე­დე­გად უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ, თუმ­ცა ისიც სათ­ქ­მე­ლია, რომ წო­ნის ყვე­ლა ლი­დე­რი ბა­დის მე­ო­რე მხა­რეს აღ­მოჩ­ნ­და.

ქობ­ლი­აშ­ვი­ლი ფი­ნალ­შიც საგ­რ­ძ­ნობ უპი­რა­ტე­სო­ბას ფლობ­და, თუმ­ცა მურ­ვა­ნი­ძის სა­სა­ხე­ლოდ უნ­და ით­ქ­ვას, რომ მე­ო­რე პე­რი­ოდ­ში ჩოქ­ბ­ჯენ­ში კარ­გად და­იც­ვა თა­ვი და პე­რი­ო­დებ­ში ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა.

ოღონდ ისიც სათ­ქ­მე­ლია, რომ პირ­ველ პე­რი­ოდ­ში ვერც თვი­თონ და­ატ­რი­ა­ლა მე­ტო­ქე. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ხე­ლი სტკი­ო­და. ქობ­ლი­აშ­ვილს კი და­მა­ტე­ბით დრო­ში წარ­მა­ტე­ბა სწო­რედ ჩოქ­ბ­ჯენ­ში ძლი­ერ­მა ჭი­და­ო­ბამ მო­უ­ტა­ნა, რა­მაც მურ­ვა­ნი­ძე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­ტე­ხა და გარ­დაბ­ნელ­მა შეხ­ვედ­რა ლა­მა­ზი გდე­ბე­ბით და­ას­რუ­ლა.

ახა­ლი თა­ო­ბი­დან და ოლიმ­პი­უ­რი გუნ­დი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლიც (74), რო­მელ­მაც ფა­ვო­რი­ტის იმი­ჯი სრუ­ლად გა­ა­მარ­თ­ლა.

ამ წო­ნის მსგავ­სად, ახალ­გაზ­რ­დე­ბის ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თა მძი­მე­შიც, თუმ­ცა ნა­ად­რე­ვად შეწყ­და - 20-წლამ­დელ­თა შო­რის ევ­რო­პის წლე­ვან­დელ­მა ვი­ცე-ჩემ­პი­ონ­მა ლე­ვან არა­ბულ­მა ხე­ლი იტ­კი­ნა და ბრძო­ლა ვე­ღარ გა­აგ­რ­ძე­ლა.

გა­დამ­წყ­ვეტ შეხ­ვედ­რა­ში მი­სი მე­ტო­ქე არა ახალ­გაზ­რ­დებ­ში მსოფ­ლი­ოს შარ­შან­დე­ლი ჩემ­პი­ო­ნი და წლე­ვან­დე­ლი ვერ­ცხ­ლისმე­და­ლო­სა­ნი, ქუ­თა­ი­სე­ლი შო­თა გო­გის­ვა­ნი­ძე იყო, არა­მედ მი­სი უფ­რო­სი ძმა სერ­გო გო­გის­ვა­ნი­ძე, თა­ვად შო­თა კი ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში არა­ბულ­თან და­მარ­ცხ­და და სა­ბო­ლო­ოდ მე­სა­მე­ზე გა­ვი­და.

55-შიც ახალ­გაზ­რ­დე­ბის ზეობა ვი­ხი­ლეთ, ძვე­ლებ­მა კი გა­დამ­წყ­ვე­ტი უპი­რა­ტე­სო­ბა მხო­ლოდ ორ წო­ნა­ში მო­ი­პო­ვეს - 60-ში ლა­შა გო­გი­ტა­ძემ გა­ი­მარ­ჯ­ვა, 96-ში - ევ­რო­პის პრი­ზი­ორ­მა სო­სო ჯა­ბი­ძემ.

თუმ­ცა ორი­ვე­გან ფი­ნალ­ში ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი გა­ვი­და - ქე­მალ ხა­რა­ბა­ძე (60) შარ­შან მსოფ­ლი­ოს ბრინ­ჯა­ოსმე­და­ლო­სა­ნი გახ­და, ირაკ­ლი ქა­ჯა­ი­ა კი ამა­ვე ასაკ­ში წლე­ულს ევ­რო­პა­ზეც და მსოფ­ლი­ო­ზეც მე­სა­მე იყო.

კვარ­ცხ­ლ­ბე­კი
55 კგ. 1. ედ­ნარ შა­ვა­ძე; 2). ზუ­რაბ კე­კე­ლი­ძე; 3). ნი­კა ცეცხ­ლა­ძე, გი­ორ­გი გვე­ნე­ტა­ძე (ოთხი­ვე - აჭა­რა).
60 კგ. 1). ლა­შა გო­გი­ტა­ძე (ქუ­თა­ი­სი); 2). ქე­მალ ხა­რა­ბა­ძე; 3). რა­მაზ სურ­მა­ნი­ძე (ორი­ვე - აჭა­რა), ირაკ­ლი ჭო­ჭუა (თბი­ლი­სი).
66 კგ. 1). სა­ჩი­ნო და­ვი­თაია (სე­ნა­კი); 2). მა­რა­დი აბუ­ლა­ძე (აჭა­რა); 3). გო­გი­ტა გო­გი­ბე­რაშ­ვი­ლი (სამ­ტ­რე­დია), ან­ტონ მა­მა­გე­იშ­ვი­ლი (ქუ­თა­ი­სი).
74 კგ. 1). ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლი (თბი­ლი­სი); 2). უშან­გი ჩი­ტი­აშ­ვი­ლი; 3). შმა­გი გუ­ლი­აშ­ვი­ლი (ორი­ვე - გარ­და­ბა­ნი), გე­ნა­დი გო­გიშ­ვი­ლი (თბი­ლი­სი).
84 კგ. 1). რო­ბერტ ქობ­ლი­აშ­ვი­ლი (გარ­და­ბა­ნი); 2). ვა­ლე­რი მურ­ვა­ნი­ძე (ოზურ­გე­თი); 3). გი­ორ­გი ცი­რე­კი­ძე (ქუ­თა­ი­სი), რე­ვაზ ნა­და­რე­იშ­ვი­ლი (თბი­ლი­სი).
96 კგ. 1). სო­სო ჯა­ბი­ძე (ბაღ­და­თი); 2). ირაკ­ლი ქა­ჯაია; 3). მი­ხე­ილ ქა­ჯაია (ორი­ვე - წყალ­ტუ­ბო), ჯო­ნი მი­ნა­ძე (თბი­ლი­სი).
120 კგ. 1). სერ­გო გო­გის­ვა­ნი­ძე (ქუ­თა­ი­სი); 2). ლე­ვან არა­ბუ­ლი (თბი­ლი­სი); 3). შო­თა გო­გის­ვა­ნი­ძე (ქუ­თა­ი­სი), რა­მაზ დე­ვა­ძე (აჭა­რა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული