გურამ ფერსელიძე ევროპირველობის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
23 მარტს, სპორტის სასახლეში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპირველობაზე მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა.

რევაზ ლაშხმა (60 კგ) ხორვატ ტონიმირ სოკოლს 1:0, 2:0 მოუგო და მეოთხედფინალში რუს ივან კუილაკოვს დაუპირისპირდება.

* * *
გამარჯვება მოიპოვა გურამ ფერსელიძემაც (120 კგ), ვინც ესტონელი ნაბის ძლევის შემდეგ ხორვატ მარკო კოსევიჩს 2:0, 5:1 აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა.

იქ ფერსელიძეს მეტოქედ სლოვაკი დევიდ ლენგლი ჰყავდა, ვინც 1:0, 3:0 დაჩაგრა და ნახევარფინალში თურქ რიზა კაიალპს გაეჯიბრება.

* * *
საქმეში ჩაერთვნენ 55-კილოგრამის მონაწილეები. აქ საქართველოს სახელით ლაშა გოგიტაძემ
იჭიდავა და ფატიჰ უჩუნჩუსთან 1:1, 1:1, 1:1 წააგო.

პირველი პერიოდი გოგიტაძემ ბოლო ქულის პრიციპით მოიგო, თუმცა ანალოგიური შეფასებით მომდევნო ორ სეტში დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას თურქის ფინალში გასვლის შემთხვევაში გააგრძელებს.

* * *
96-კილოში სოსო ჯაბიძე სომეხ არტურ ალექსანიანს დაეჭიდა და 0:5, 1:1, 0:2 წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობას ალექსიანის ფინალში გასვლის შემთხვევაში გააგრძელებს, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია.

www.tbilisichampionship.com

ასევე იხილეთ:

ევროპის ჩემპიონატი: ქართველმა მოჭიდავეებმა პირველი ეტაპი დაძლიეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული