ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა თეირანში 4 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
თეირანში ამ უქმეებზე ჩატარებულ "იადეგარ იმამის თასზე" საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 4 მედალი მოიპოვეს - 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ჩვენები იქ შესუსტებული შემადგენლობით გამოდიოდნენ, ძირითადად - სათადარიგოები, ფინალში კი ქემალ ხარაბაძე (60), ილია გულბათაშვილი (74) და რევაზ ნადარეიშვილი (84) გავიდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, სამივე ადგილობრივ ფალავანთან დამარცხდა.

ამ სამეულიდან ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი ხარაბაძეა, ვინც ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში უფროსებში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მან ამჯერად მოჰამად ნოურბაკშთან წააგო, გულბათაშვილს კი სერიოზული მეტოქე ჰყავდა - ქვედა წონიდან ამონაცვლებული
მსოფლიოს ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე საიედ აბდვალი; ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი ნადარეიშვილი კი მოჯტაბა კარიმფარდისთან დამარცხდა.

მესამეზე ტარიელ ებრალიძე (66) გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული