მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელი "ბერძენ-რომაელთა" ნაკრები ცნობილია

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ ტატიშვილმაც დაასახელა.

ესენია: ბაჩანა ფუტკარაძე (55), რევაზ ლაშხი (60), საჩინო დავითაია (66), ილია გულბათაშვილი (74), გიორგი ცირეკიძე (84), ვასილ იმერლიშვილი (96) და ლევან არაბული (120).

როგორც ვხედავთ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ხელმძღვანელთა დარად, ფედერაციის განკარგულება არც ტატიშვილმა დაარღვია და სეზონის უმთავრეს ტურნირზე მასაც მხოლოდ საქართველოს თასის გამარჯვებულები მიჰყავს.

მსოფლიოს ჩემპიონატი 16-22 სექტემბერს ბუდაპეშტში იმართება, ჩვენი ბერძენ-რომაელთა ნაკრები კი სადღეისოდ ბორჯომშია დასკვნით შეკრებაზე, რომელსაც ისინიც და "თავისუფლებიც" სპორტკომპლექს "ოლიმპში"
გადიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული