ბეგი დარჩია დააბრუნეს, რევაზ მინდორაშვილი დატოვეს?

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ძველი სტატუს-კვო აღადგინეს - მთავარ მწვრთნელად კვლავ ბეგი დარჩია დააბრუნეს, ოთარ ტატიშვილი კი ისევ მეორე მწვრთნელი იქნება.

სამწვრთნელო შტაბში კვლავაც რჩებიან ზაზა ჯიბლაძე და ბადრი ხასაია.

რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ხელმძღვანელობა იგივე დარჩა, თუმცა გარკვეული სიახლე იქაცაა - მთავარ მწვრთნელად კვლავ რევაზ მინდორაშვილი იმუშავებს, რომელსაც ისევ ძველი გუნდი, დავით პოღოსიანი და ალექსანდრე კახნიაშვილი დაეხმარებიან, სიახლე კი ისაა, რომ ამ ტრიოს უკრაინიდან დაბრუნებული გურამ მჭედლიძეც დაემატება.

აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციაზე საქართველოს
ჭიდაობის ფედერაციამ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა ცვლილებები რომ მოხდა, ეს კი დაგვიდასტურეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული