ლუკა კურტანიძე: ქართველთა ცილისწამებამ, გაუტანლობამ და უმადურობამ!

AutoSharing Option
1-ელ დეკემბერს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც უფლებამოსილების ვიცე-პრეზიდენტისთვის, ედიშერ მაჩაიძისთვის გადაბარების შესახებ გამოაცხადა.


მანამდე კურტანიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

დამღალა, მაგრამ ვერ გამტეხა!! რადგან არიან მართალნი... რაოდენობით ცოტანი მაგრამ არიან!... და მათვის სიცოცხლის გაწირვაც ალალია რადგან სამშობლოს რჩეულნი არიან!!!

ქართველთა გაუტანლობამ, ცილისწამებამ და უმადურობამ! დათასი არ იყოს ვისაც ვაჭამე, ჩავაცვი, დავახურე, თანამდებობეზე დავნიშნე და ამ შესაძლებლობებით პირდაპირი გაგებით ათიათასობით პრემიებს ირგებენ უამრავნი, რაც ძალიან
მიხარია, რადგან შრომა როგორც არასდროს დაუფასდათ და ეს ჩემი წარმატებაა...

მიხაროდა და ეს სიხარული დამცირების ტალღად მიქციეს. უანგაროდ ეს ორი წელი ვემსახურე, როცა მათი პირობების სიკეთეზე ვმოგზაურობდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გზად დაღლილს მანქანაში უამრავჯერ ჩამძინებია და ასე ამ ხალხს როგორც გმირებს ისე მივმართავდი... და რა?

დამცირება, შეურაცხყოფა. გაუგონარი ლანძღვა... ისევ ამ ხალხისგან რატომ? რისთვის?! მე ხო სიცოცხლის ფასად ვიბრძოდი თქვენი ღირსებთსვის, ნუთუ დამივიწყეთ? მე ხო არფერს ვითხოვდი თქვენგან? და თუ ვითხოვდი და მოვითხოვდი დაუნდობელი ბრძოლით ეს იყო მართალი საქართველო თქვენთვის...

ეს არ არის ის საქართველო...! მაპატიეთ ეს ჩემი ბოდვა.. მაგარმ ალბათ ღირს დაფიქრება... ყველაზე დიდი თანამდებობა მართალი კაცობაა! ეს საზომი კი ყველას თავისი აქვს!
მკითხველის კომენტარები / 10 /
რამ დამღალაო?!...რა განათლება აქვს ამ კაცს ვინმემ ხომ არ იცით?!...ოქსფორდი,კემრიჯი და ლომონოსოვი აქვს რიგრიგობით დამთავრებული და არ ვიცი?!...კაცმა "მამაო ჩვენო" არ იცის თავიდან ბოლომდე და სხვის განათლებაზე ლაპარაკობს...კარგი მოჭიდავე იყო და მისი გულშემატკივარი ვიყავი მაგრამ მენეჯერობის გაგნებაში არ იყო ეს კაცი და რა ვქნათ ეხლა...
Dato
21:39 01-12-2014
0
ასეა ბატონო ლუკა,ბოროტებით,ბოღმით არაფარი გამოვა,ასეთი დაპირისპირებები არასდროს ყოფილა.........და იცი რატომ?გასაქანი არ უნდა მიეცეს......კანონი იმისთვის არსებობს,რომ ყველამ დავიცვათ და კოლექტიურ თუ პიროვნულ დაპირისპირებას არ მიეცეს გასაქანი.....თორემ ქარის დამთესავი ქარიშხალს მოიმკის.......ასე დაგემართათ თქვენც ......ძლიერი მოჭიდავე,კარგი პიროვნება,პატრიოტი,რა გინდოდა პოლიტიკაში????????
tato erti
09:21 02-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული