მსოფლიოს ჩემპიონ რუს მოჭიდავეს ამერიკელებმა რუსეთის "სხვა" ჰიმნი დაუკრეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლას ვეგასში (აშშ) მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომან ვლასოვის დაჯილდოების დროს კურიოზი მოხდა - ორგანიზატორებმა რუსეთის ამჟამინდელი ეროვნული ჰიმნის (ყოფილი საბჭოთა კავშირის) მაგივრად წინა, მიხაილ გლინკის "პატრიოტული სიმღერა" დაუკრეს (რუსეთის ჰიმნი 1990-2000 წლებში).

კვარცხლბეკზე ამაყად შემდგარმა და 75 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოპოვებული ოქროს მედლით მკერდდამშვენებულმა ვლასოვმა მალევე შენიშნა, რომ ჰიმნთან დაკავშირებით რაღაც რიგზე ვერ იყო და იქვე მყოფებს ანიშნა. შემდეგ არენაში უკმაყოფილო გულშემატკივრების სტვენა და შეძახილებიც გაისმა.

ორგანიზატორებმა შეცდომა გამოასწორეს - მუსიკა გამორთეს და რამდენიმე წუთში რუსეთის ნამდვილი
ჰიმნი დაუკრეს.

”არ ვიცი, ის რა ჰიმნი იყო და თავიდან მნიშვნელობა არც მივანიჭე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩვენი ჰიმნი. როდესაც ჰიმნი შეწყდა და სიჩუმემ დაისადგურა, განვაცხადე, რომ კვარცხლბეკიდან ფეხს არ მოვიცვლიდი, სანამ რუსეთის ეროვნულ ჰიმნს არ დაუკრავდნენ! ამ წუთებისთვის ხომ ჩვენ მთელი წელიწადი ვიშრომეთ”, - თქვა მოგვიანებით ვლასოვმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამერიკელთა სიფლიდეს საზღვრები არ ჰქონია!
-ამერიკელებმა ჩათვალეს რომ იზრაელის ჰიმნი უკეთესად ჟღერს.
shoda
00:36 09-09-2015
0

სიახლეები პოპულარული