ნაცნობი სახეები - ახალ სპორტკომპლექსში

AutoSharing Option
თუ ზოგიერთი სპორტული ბაზა ინგრევა, ბევრი ახალიც შენდება. მარნეულში ქართული ჭიდაობის გუნდური პირველობა სწორედ ახლახან აშენებულ ბრწყინვალე სპორტკომპლექსში გაიმართა.

ეს იყო წლეულს რიგით მესამე გუნდური პირველობა ქართულ ჭიდაობაში. პირველი ორი მცხეთასა და გორში ჩატარდა.

მესამე ასპარეზობის ორგანიზატორი იყო ქვემო ქართლის გუბერანტორი დავით კირკიტაძე. გაისად კი ქვემო ქართლი ამ ტურნირს ორჯერ - გაზაფხულზე და შემოდგომაზე უმასპინძლებს.

ამჯერადაც ტრადიციულად რვა რეგიონის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - იმერეთი, ქვემო ქართლი, აფხაზეთი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, თბილისი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და შიდა ქართლი. თითოეულ გუნდში იყო 5-5
მოჭიდავე. 60, 70, 80, 90 და +90 წონით კატეგორიებში, პლიუს 2 სათადარიგო. ტრადიციულია ისიც, რომ მონაწილეთაგან ნახევარი ფავორიტი, ნახევარი - აუტსაიდერია.

როგორც ყველა ქართული ჭიდაობის გუნდურ პაექრობას სჩვევია, მარნეულის ტურნირმაც ემოციურ ატმოსფეროში ჩაიარა.

ნაცნობი გუნდები და ნაცნობი მოჭიდავეები მცირედის გამოკლებით, ასევე ნაცნობი მსაჯები და სიახლე - მარნეულის სპორტკომპლექსი, სადაც პირველად აჟღერდა ქართული ჭიდაობის მუსიკა. ამ საზეიმო შერკინებას ესწრებოდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე (მთავარი მსაჯი თეიმურაზ გიორგაძე).

მესამე ადგილისათვის თბილისის გუნდმა 3:2 მოუგო შიდა ქართლს. ფინალურ შეხვედრაში კი ქვემოქართლელებმა მცხეთა-მთიანეთის გუნდს აჯობებს. პირველ ადგილზე გასულებს 7000 მეორეზე 5000, მესამეზე 4000 ლარი გადაეცათ.

გამარჯვებული გუნდის ღირსებას იცავდნენ გიორგი ტაბატაძე (60), ნიკა ბაშარული (70), ამბაკო ავალიანი (80), ლაშა ბერიძე (90) და ლომერ ჟორჟოლიანი (+90).

Sportall.Ge

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული