ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად რამაზ ხატიაშვილი აირჩიეს

AutoSharing Option
18 აპრილს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში (ბელიაშვილის 5) ქართული ჭიდაობის ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა გაიმართა, რომელზეც მოწვეულმა დელეგატებმა ახალი პრეზიდენტი აირჩიეს.

არჩევნებში მონაწილეობას ერთადერთი პრეზიდენტობის კანდიდატი - რამაზ ხატიაშვილი იღებდა, რომელიც დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს.

არჩევნებს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი გალდავა დაესწრნენ.

ახალი პრეზიდენტი ჭიდაობის ფედერაციას 2 წლის ვადით უთავკაცებს. რამაზ ხატიაშვილი უახლოეს პერიოდში ქართული ჭიდაობის ბიზნესსექტორით დაინტერესებას აპირებს. ამასთან, სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო პოპულარიზაციას გეგმავს.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული