ბექა ღვინიაშვილი საქართველოს 2014 წლის აბსოლუტური ფალავანი ფახდა [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის ცირკში ქართულ ჭიდაობაში ფალავნობა 2014 გაიმართა. საქართველოს 2014 წლის აბსოლუტური ფალავანი ბექა ღვინიაშვილი გახდა.

18 წლის ღვინიაშვილმა (90) ტურნირის ფინალში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი (+100) დაამარცხა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა ჯილდოსთან ერთად საჩუქრად ავტომობილი "პორშე კაიანი" მიიღო.

ადამ ოქრუაშვილს კი 5 ათასი ლარი გადაეცა. ხოლო მესამე ადგილზე გასულმა დავით ლორიაშვილმა (100) 3 ათასი კარი მიიღო.

აბსოლუტური ფალავნობის შეჯიბრის დაწყებამდე ასპარეზობა ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა (80, 90, 100 და +100 კგ).

აბსოლუტური ფალავნის ტიტულისთვის მოსაპოვებლად ამ წონების მედლის მფლობელებმა იბრძოლეს.

წონითი კატეგორიების საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა:

80 კგ
1. ამბაკო ავალიანი
2. ზვიად კაპანაძე
3. გიორგი პაპუნაშვილი

90 კგ
1. ბექა ღვინიაშვილი
2. დავით კარბელაშვილი
3. ანდრეი კაზუსიონოკი

100 კგ
1. დავით ლორიაშვილი
2. ალეკო ზაალიშვილი
3. ლაშა გურული

+100 კგ
1. ვახტანგ ოქრუაშვილი
2. ადამ ოქრუაშვილი
3. გიორგი ბოლოთაშვილი
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოლიაფის და დავითის ბრდზოლას წააგავდა. ვულოცავ "დავიტს" გამარჯვებას!
okribeli
16:13 14-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული