დღის კარიკატურა: ოქროები გორიდან

AutoSharing Option
თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოვიპოვეთ, ორივე გორელმა ახალგაზრდამ, ლადო ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა მოიგო.

გორი და ვაშლი გასაგებია, რა შუაშია კარიკატურაზე გამოსახული ცხვარი და კარტოფილის ტომარა? - იკითხავთ. საქმე ისაა, რომ პეტრიაშვილმა ფინალში დაამარცხა პოლონელი მოჭიდავე, გვარად ბარანი (ქართულად, "ცხვარი") - 11:0, ხოლო ხინჩეგაშვილმა ფინალში 6:1 სძლია ბელორუს კალიეუს.

ასე და ამგვარად, ევროპის ჩემპიონატის ოქროებს გემო გავუსინჯეთ. საინტერესოა, რა გემოსია ოლიმპიური ოქროები. ეს ჩვენზე მეტად სწორედ გენოსა და ლადოს აინტერესებთ...

- პეტრიაშვილის ოქრო, ტლაშაძის ვერცხლი - ქართველთა
სრული ტრიუმფი ევროპაში [VIDEO]

- ოქროლადო - ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
qartveli-ს ანუ ღრუზინს. რაღაც ლოგიკაში არ ჯდება შენი მოსაზრება. გუნდი, რომელიც ოქროსა და ვერცხლს აიღებს, როგორ შეიძლება უწოდო მის გამოსვლას ჩავარდნა!! ლოგიკა სადაა?
goga
11:36 16-03-2016
0
სამივე სინჯის მედალი აიღეს კლასიკოსებმა და ამას ჩავარდნა ქვია? ...
kako
11:44 16-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული