მოსკოვში ქართული ჭიდაობის ფედერაცია შეიქმნა

AutoSharing Option
გასული წლის ბოლოს შეიცვალა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და პრეზიდიუმის შემადგენლობა. ერთი თვის შემდეგ ახალმა გუნდმა განვითარების ოთხწლიანი პროგრამა უკვე შეიმუშავა.

პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა სოფლის სკოლებში ქართული ჭიდაობის გაკვეთილების დანერგვას, დახურული და ღია მოედნების მოწყობას, პარტნიორულ ურთიერთობას სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ჭიდაობის ფედერაციებთან, აგრეთვე - ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (ფილას) ტრადიციული ჭიდაობის კომისიასთან.

პროგრამის ძირითადი მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის გარდა უშუალოდ ქართულიდან ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში ნაკრები გუნდების შევსებაა.

ერთი ციკლი, ანუ ერთი წელიწადი 400 000 ლარი დაჯდება. რაც შეეხება
წლევანდელ შეჯიბრებებს, ის 18-19 თებერვალს, დიღმის სპორტკომპლექსში 1995-1996 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა პირველობით დაიწყება და ნოემბერში საქართველოს ფალავნობით დამთავრდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით 20-30 მარტს, რაიონული, 20-30 აპრილს - რეგიონალური, 20-30 ივნისს კი ფინალური ფესტივალი გაიმართება საქართველოს მოსწავლეთა შორის სპორტის სხვადასხვა სახეობებში. სამინისტრომ ეროვნული ჭიდაობაც ჩართო ფესტივალის კალენდარში.

ამ ყველაფერს, თუ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იდეას საკლუბო (გუნდურ) ტურნირსაც დაუმატებთ, რომელიც 2011 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე წრიული სისტემით იმართება, ქართული ჭიდაობის მესვეურებს წლეულს ზღვა სამუშაო ელით. როგორც წესი, "პრეზიდენტის თასი", რომელიც უკვე ოთხჯერ ჩატარდა, 2011-შიც გათამაშდება.

აქვე ქართული ჭიდაობასთან დაკავშირებულ ერთ ამბავსაც გაგაცნობთ. რუსეთში (მოსკოვში) შეიქმნა ქართული ჭიდაობის ფედერაცია, ვიცით, მხოლოდ ერთი რამ მისი პრეზიდენტი ვინმე გიორგი ქოიავაა.


გაბრიელ ბარჯაძე







.


მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა რა მეგრელი ტუ იქნება აბა ქარტველი აგარ არსებობს ამ დასაცვავ საქარტველოსჰი
ar dabloko
17:52 06-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული