ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თეიმურაზ გიორგაძემ (62 კგ) და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ყურაშვილმა (+100 კგ).
აღსანიშნავია, რომ გიორგაძემ მეხუთედ მოიპოვა ოქროს მედალი, ყურაშვილმა - მეცხრედ. თუ ასე გაგრძელდა, ეს "ბიჭები" მალე თავისებურ რეკორდსმენებად მოგვევლინებიან, თუ უკვე არ არიან.
ჩვენი ჩემპიონები გულმოდგინედ ემზადებოდნენ ვეტერანთა ამ ფორუმისათვის და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს.
საერთოდ, ასეთ ტურნირებში მონაწილეობა ცხოვრების ჯანსაღი წესის საუკეთესო პროპაგანდაა, რასაც
9-13 ნოემბერს ვილნიუსში სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატია. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს ჩემპიონატის წინ კარგი მაგალითი მისცა ფედერაციის თავკაცმა.
გაისად ვეტერან სამბისტთა მსოფლიოს პირველობა აფრიკაში, მაროკოში 15-18 ოქტომბერს გაიმართება.
სურათზე თეიმურაზ გიორგაძე (მარცხნივ) და ოთარ ყურაშვილი.
გაბრიელ ბარჯაძე
ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"