უკანასკნელ წლებში შიდა ქართლის, კერძოდ კი, გორის დარბაზის აღზრდილები სამბოში ძლიერი გუნდებით არ გადიოდნენ საჭიდაოდ და შედეგიც არ ჰქონდათ მაინცდამაინც კარგი. ახლანდელ ჩემპიონატზე კი განსაკუთრებით ახალგაზრდები გამოირჩნენ. მათ ოთხი ოქროს, სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც საუკეთესო გუნდური შედეგია. ჭაბუკები შინ მხოლოდ ოთხი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. გუნდი შეჯიბრებაზე ნიკო ბიბილაშვილისა და გივი ზაუტაშვილის ხელმძღვანელობით გავიდა.
”მოგეხსენებათ, გორის დარბაზში სამბოზე სპეციალიზებული ჯგუფი არ
ამ ასაკში ყველა გამარჯვებული - ლაშა გიუნაშვილი, ირაკლი ლომიძე, ამირან იანვარაშვილი, უშანგი კოკაური - ოქტომბერში ბულგარეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავებენ საქართველოს ნაკრებში.
გამარჯვებულთაგან აღსანიშნავია ირაკლი ლომიძის (68 კგ) კარგი ასპარეზობა. მას ადრე მხოლოდ ძიუდოში ჰქონდა წარმატებები, მაგრამ ბოლო ხანს სამბოს ისე მოერგო, რომ მომავალში დიდი გამარჯვებების მიღწევაც არ უნდა გაუჭირდეს. მნიშვნელოვანია მძიმე წონაში უშანგი კოკაურის ჩემპიონობაც, მით უფრო, რომ მან ფინალში დამაჯერებლად სძლია მსოფლიოს ჩემპიონს სამბოში სლავა რეზესიძეს.
საყურადღებო იყო ამავე წონაში ჩვენი ჭაბუკთა გუნდის წევრის, გიგა გელაშვილის ჭიდაობა. ის ორივე ასაკში გავიდა არენაზე და ორივეგან ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ევროპის და მსოფლიოს პრიზიორ ლაშა გიუნაშვილისგან (62 კგ) კი ნამდვილად აღარაა გასაკვირი საშინაო არენაზე მიღწეული გამარჯვებები. ახლა მთავარი ისაა, პრიზიორობა ჩემპიონობით შეცვალოს ბულგარეთში. სასიამოვნო იყო ამირან იანვარაშვილის (82 კგ) საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ხილვაც. მერწმუნეთ, ყველა მათგანი ღირსეულად დაიცავს ჩვენი ქვეყნის სახელს მსოფლიოს ჩემპიონატზე” - გვითხრა გივი ზაუტაშვილმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"