ქართველმა ძიუდოისტებმა სოფიაში გამოსვლა სამივე სინჯის მედლით დაიწყეს

AutoSharing Option
12 ოქტომბერს სოფიაში დაიწყო ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი. ჩვენმა ნაკრებმა პირველივე დღეს სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა.

რაოდენობრივად უფო მეტი ჯილდო ჭაბუკებმა ირგუნეს - 2, თუმცა ახალგაზრდებმა ერთი მოიპოვეს და ისიც ოქრო ანუ ხარისხობრივად უპირატესობა მათ მხარესაა.

მსოფლიოს ჩემპიონი ამირან იანვარაშვილი (82) გახდა, რომელმაც ფინალში რუსი გიორგი კორელი დაამარცხა.

ჭაბუკთა შორის ფინალში უშანგი მარგიანი (75) გავიდა, რომელიც ასევე რუსს - ალექსეი შევჩუკს ხვდებოდა. სამწუხაროდ, ეს ორთაბრძოლა დავთმეთ და მარგიანიც ვერცხლს დასჯერდა, ბრინჯაო კი ირაკლი კუპატაძემ (48) მოიპოვა.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული