სამბისტმა ზვიად ოდოშაშვილმა კრასნოდარში ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
23 წლის კასპელმა სამბისტმა ზვიად ოდოშაშვილმა (62 კგ) გამარჯვება მოიპოვა ამ დღეებში კრასნოდარში გამართულ ჰუსეინ ხაიბულაევის სახელობის ტრადიციულ ტურნირში, რომელშიც ძირითადად რუსეთის სხვადასხვა ოლქის, სომხეთის და საქართველოს სამბისტებმა იასპარეზეს.

ჩვენი გუნდი, მწვრთნელ ჯამბულ ქამხაძის ხელმძღვანელობით, ოთხკაციანი შემადგენლობით ჩავიდა კრასნოდარში.

ოდოშაშვილის გარდა, კვარცხლბეკზე დადგა კახა მამულაშვილი (74 კგ), იგი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მეხუთე ადგილებზე გავიდნენ ბექა ბერიაშვილი (68 კგ) და შმაგი შარიფაშვილი (82 კგ).

"წარმატებით, ცხადია, კმაყოფილი დავრჩი. ოქროს მედლამდე ოთხ მოწინააღმდეგეს ვძლიე და ყველა რუსეთის წარმომადგენელი იყო. გამარჯვება თავისთავად, მაგრამ
კარგი საშეჯიბრო გამოცდილებაც მივიღე", - გვითხრა ზვიად ოდოშაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული