ქართველმა სამბისტებმა მოსკოვის ტურნირზე სამი ოქროს მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ორგზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ივან იარიგინის სახელობის მოსკოვის ორთაბრძოლების სპორტის სასახლეში სამბისტთა A კატეგორიის მე-12 საერთაშორისო ტურნირზე, მსოფლიოს თასის ეტაპზე, ქართველმა მოჭიდავე-სამბისტებმა სამი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის გამარჯვებულები არიან: მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი ლევან ნახუცრიშვილი (74 კგ), 2013 წლის საქართველოს ფალავანი ქართულ ჭიდაობაში პაატა ღვინიაშვილი (90) და მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის პრიზიორი ნიკო კუცია (82). შინ ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ: დიმიტრი მულაძე (52), კახა მამულაშვილი (74), ლაშა ზურაბიანი (82), ლაშა გურული (90); ბრინჯაოთი - დავით ლორიაშვილი (100).

მოკლედ, ჩვენიანებიდან უმედლოდ არავინ დარჩენილა. ახალი წლის წინ მათ, მედლებთან ერთად, ფულადი პრიზებიც დაიმსახურეს.

ამ ტურნირით ჩვენმა სამბისტებმა წლევანდელი სპორტული სეზონი დახურეს.

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული