ნოემბრის ბაშო. III დღე: ლევან გორგაძემაც მოიგო და თეიმურაზ ჯუღელმაც

AutoSharing Option
წლის უკანასკნელ ბაშოზე ქართველმა სუმოისტებმა იმარჯვეს. კომუსუბი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ჩემპიონ გოეიდოს აჯობა იორიკირის ილეთით. ეს ჩვენებურის პირველი გამარჯვება იყო ნოემბრის ბაშოზე. ტოჩინოშინი კიდევ ერთი ოძეკის, კისენოსატოს შეხვდება.

მე-11 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) სადანოფუჯის აჯობა და 2-1 ბალანსი გაუხდა. მისი მომდევნო მეტოქე ვეტერანი ტაკეკაძეა.

III დღე
(მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-აოიამა (სუსოტორი), კაკურიუ-იჩინოჯო (იორიკირი), ჰაკუჰო-ოსუნაარაში (იორიკირი), კოტოშოგიკუ-იოშიკაძე (იორიკირი), ტოჩინოშინი-გოეიდო (იორიკირი), ტერუნოფუჯი-ოკინოუმი (უვატენაგე), კისენოსატო-მიოგირიუ (ცუკიოტოში),გაგამარუ-სადანოფუჯი (იორიკირი).

IV დღე
(მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-ოსუნაარაში, ჰაკუჰო-იოშიკაძე, ჰარუმაფუჯი-იჩინოჯო, გოეიდო-ამინიშიკი, ტერუნოფუჯი-აოიამა, ტოჩინოშინი-კისენოსატო, გაგამარუ-ტაკეკაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული