ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი მესამედ გახდა

AutoSharing Option
ფოტოზე: ვახტანგ ჩიდრაშვილი
ამ უქმეებზე აფრიკამ პირველად უმასპინძლა მსოფლიოს ჩემპიონატს სამბოში.

ის მაროკოულ კასაბლანკაში ჩატარდა, სადაც დიდი წარმატებით გამოვიდნენ ჩვენი სპორტსმენები, ქალებიც და ვაჟებიც. ჩვენმა გუნდმა 9 მედალი მოიპოვა. აქედან 4 ქალებზე მოდის - 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო, ვაჟებმა 2 ოქრო და 3 ბრინჯაო დაისაკუთრეს.

მსოფლიოს ჩემპიონი მესამედ გახდა ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), 100-ში კი უმაღლეს საფეხურზე დავით ლორიაშვილი დადგა.
Sportall.Ge
ფოტოზე: დავით ლორიაშვილი
ბრინჯაოს მედლებს ლევან ნახუცრიშვილი (68), ბესიკ ბერულავა (74)
და ბექა ბერძენიშვილი (+100) დაეუფლნენ.

ქალთა შორის ფინალში იჭიდავეს ნინო ოძელაშვილმა (68) და ელენე ქებაძემ (+80), მაგრამ რუსებთან წააგეს, შესაბამისად, ოლგა ზახარცოვასა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ანა ბალაშოვასთან.

მსოფლიოს მესამეპრიზიორები შორენა შარაძე (60) და ირინა ლეონიძე (80) გახდნენ.

ლორიაშვილმა ფინალში პრინციპული მეტოქე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, რუსი დიმიტრი ელისეევი დაამარცხა, ჩიდრაშვილმა კი შარშან მოპოვებული ტიტული ტაჯიკ აკმალიდინ კარიმოვთან პაექრობაში დაიცვა.

"მიჭირს ჩემი ემოციების გადმოცემა. მესამედ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი და ყველა სამბისტს ვუსურვებ, გამოეცადოს იგივე გრძნობა.

ჩვენი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი მეუბნებოდა, რომ სწამდა ჩემი გამარჯვებისა და სჯეროდა, რომ მოვიგებდი ოქროს მედალს. ის იყო მსოფლიოს პირველი სამგზის ჩემპიონი საქართველოდან და მეორე გავხდი მე.

ვფიქრობ, სახლში რომ დავბრუნდები, იქ დიდი დღესასწაული იქნება", - განუცხადა ჩიდრაშვილმა სამბოს საერთაშორისო ფედერაციის საიტს.

საბრძოლო სამბოში ვერცხლის მედლის მფლობელმა ტრინიდადელმა და ტობაგოელმა ჯოშ უოლკინსმა ეს ჯილდო ოლიმპიურ მედალს შეადარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული