ჭა­ბუ­კუ­რი ტრი­უმ­ფი გო­გო­ნებ­მა და­ამ­შ­ვე­ნეს - 7 ოქ­რო, 6 ვერ­ცხ­ლი და 5 ბრინ­ჯაო

AutoSharing Option
ფოტოზე: გელა ზაალიშვილი
რუ­მი­ნეთ­ში დამ­თავ­რე­ბულ ახა­ლ­გაზ­რ­და და ჭა­ბუკ სამ­ბის­ტ­თა მს­ოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში დი­დი წარ­მა­ტე­ბით იჭი­და­ვეს ქარ­თ­ველ­მა სპორ­ტ­ს­მე­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც ჯამ­ში 18 მე­და­ლი მო­ი­პო­ვეს - 7 ოქ­რო, 6 ვერ­ცხ­ლი და 5 ბრინ­ჯაო.

ჩვე­ნი გუნ­დე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბით ჭა­ბუკ­თა ასაკ­ში ბი­ჭე­ბის ნაკ­რე­ბი გა­მო­ვი­და, რო­მელ­მაც მარ­თ­ლაც რომ შთამ­ბეჭ­და­ვად იას­პა­რე­ზა - 10 ათ­ლე­ტი­დან კვარ­ცხ­ლ­ბეკ­ზე 9 ავი­და, ამათ­გან კი 4 უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე შედ­გა: ჯა­ბა პა­პი­ნაშ­ვი­ლი (52), ლუ­კა მა­ი­სუ­რა­ძე (81), ნი­კა სი­და­მო­ნი­ძე (87) და გე­ლა ზა­ა­ლიშ­ვი­ლი (+87).

ფი­ნალ­ში სა­ბა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი (56), გი­გა ლი­ჩე­ლი (70) და ლა­შა მა­ტი­აშ­ვი­ლიც (75) გა­ვიდ­ნენ,
მაგ­რამ და­მარ­ცხ­დ­ნენ და ვერცხლს დას­ჯერ­დ­ნენ, ხო­ლო ბრინ­ჯა­ოს მედ­ლებს თორ­ნი­კე მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი (48) და ირაკ­ლი ხერ­გი­ა­ნი (60) და­ე­უფ­ლ­ნენ.

საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ვიდ­ნენ ამა­ვე ასა­კის გო­გონ­ე­ბიც, რომ­ლებ­მაც 3 მე­და­ლი ირ­გუ­ნეს - 2 ვერ­ცხ­ლი და 1 ბრინ­ჯაო. მსოფ­ლი­ოს ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნე­ბი ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძე (48) და მა­რი­ამ ცერ­ც­ვა­ძე (+75) გახ­დ­ნენ, ხო­ლო თი­ნა­თინ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი (56) მე­სა­მე­ზე გა­ვი­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცერ­ც­ვა­ძე სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით წა­ვი­და რუ­მი­ნეთ­ში.

ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის მხო­ლოდ ბი­ჭე­ბის გუნ­დი გვყავ­და, რომ­ლის ან­გა­რიშ­ზეც 6 მე­და­ლია - 3 ოქ­რო, 1 ვერ­ცხ­ლი და 2 ბრინ­ჯაო. მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნე­ბი ირაკ­ლი კუ­პა­ტა­ძე (57), ზვი­ად თევ­დო­რაშ­ვი­ლი (74) და და­ვით ოზ­ბე­თე­ლაშ­ვი­ლი (100) გახ­დ­ნენ, გი­ორ­გი მა­რუ­აშ­ვი­ლი (52) ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნო­ბას დას­ჯერ­და, აკა­კი გი­გა­ტა­ძე (48) და და­ვით რაზ­მა­ძე (+87) - ბრინ­ჯა­ოს მე­დალს. ჭა­ბუ­კებ­მა გუნ­დუ­რი ჩათ­ვ­ლაც მო­ი­გეს, ახალ­გაზ­რ­დე­ბი კი მხო­ლოდ რუ­სებს ჩა­მორ­ჩ­ნენ და მე­ო­რე­ზე გა­ვიდ­ნენ.

ახალ­გაზ­რ­დულ­მა ნაკ­რებ­მა სა­ერ­თო ფო­ნი გუ­შინ, ანუ ტურ­ნი­რის ბო­ლო დღეს გა­მო­ას­წო­რა, რო­ცა სა­მი­ვე წო­ნა­ში ჩვე­ნებ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვეს - კუ­პა­ტა­ძემ, თევ­დო­რაშ­ვილ­მა და ოზ­ბე­თე­ლაშ­ვილ­მა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ველ­მა ორ­მა ფი­ნალ­ში უზ­ბეკს მო­უ­გო - ძი­უ­დო­ში ასე­ვე ახალ­გაზ­რ­დებ­ში მსოფ­ლი­ოს შარ­შან­დელ­მა მე­სა­მეპრი­ზი­ორ­მა კუ­პა­ტა­ძემ შახ­ზოდ ტა­გი­ე­ვი და­ა­მარ­ცხა, თევ­დო­რაშ­ვილ­მა კი მი­რონ­შოკ სულ­ტო­ნოვს აჯო­ბა. ოზ­ბე­თე­ლაშ­ვილ­მა გა­დამ­წყ­ვეტ შეხ­ვედ­რა­ში ლატ­ვი­ელ ალექ­სეი აკი­მენ­კოს სძლია. ფი­ნალ­ში მი­რუ­აშ­ვი­ლიც გა­ვი­და, მაგ­რამ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მონ­ღოლ­მა მუნ­ხ­ბატ გე­ნენ­და­რამ­მა არ და­ა­ნე­ბა.

რუ­მი­ნეთ­ში ჩვენ­გან სულ ექ­ვ­სი ქარ­თ­ვე­ლი გო­გო გა­მო­დი­ო­და და იმათ­გან სა­მი მედ­ლით დაბ­რუნ­და. ძი­უ­დო­ში ევ­რო­პის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ბრინ­ჯა­ოსმე­და­ლო­სა­ნი ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო სამ­ბო­ში თა­ვის პირ­ველ ტი­ტულ­თან, მაგ­რამ ფი­ნალ­ში რუს ვე­რა ლოტ­კო­ვას­თან და­მარ­ცხ­და. ამა­ვე წო­ნა­ში ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი უკ­რა­ი­ნის სა­ხე­ლით მო­ჭი­და­ვე სო­ფიო ბა­ღიშ­ვილ­მა მო­ი­პო­ვა. ცერ­ც­ვა­ძე­საც ასე­ვე რუს­მა - სო­ფია პი­რო­გო­ვამ შე­უ­შა­ლა ხელი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნო­ბა­ში, რაც მის­თ­ვის არა მარ­ტო პირ­ვე­ლი უცხო­უ­რი ტი­ტუ­ლი, არა­მედ სუ­ლაც პირ­ვე­ლი მე­და­ლი იქ­ნე­ბო­და სამ­ბო­შიც და ძი­უ­დო­შიც, სა­დაც ის ჭა­ბუკ­თა ნაკ­რე­ბის კან­დი­და­ტია.

რაც შე­ე­ხე­ბა ჭა­ბუკ­თა ასა­კის ბი­ჭებს, მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე დღე აღ­მოჩ­ნ­და, რო­ცა 3 ჩემ­პი­ო­ნი გაგ­ვიხ­და ოთხი წო­ნი­დან: პა­პი­ნაშ­ვი­ლი, მა­ი­სუ­რა­ძე და ზა­ა­ლიშ­ვი­ლი. ფი­ნალ­ში პა­პი­ნაშ­ვილ­მა რუ­სი რა­მა­ზან ცი­კუ და­ჯაბ­ნა, მა­ი­სუ­რა­ძემ ლატ­ვი­ელ ნი­კი­ტა დუ­ი­ნოვს აჯო­ბა, ტა­ლან­ტად მიჩ­ნე­ულ­მა ძი­უ­დო­ის­ტ­მა ზა­ა­ლიშ­ვილ­მა კი უკ­რა­ი­ნე­ლი ვლა­დის­ლავ ბე­რეზ­კო და­აგ­დო.

მე­ო­რე დღეს ჩემ­პი­ო­ნო­ბა სი­და­მო­ნი­ძე­მაც იზე­ი­მა, რო­ცა ფი­ნა­ლუ­რი პა­ექ­რო­ბა ბულ­გა­რელ ივან სტე­ფა­ნოვს მო­უ­გო. გრი­გა­ლაშ­ვი­ლი გა­დამ­წყ­ვეტ ორ­თაბ­რ­ძო­ლა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ იაშარ ნა­ჯა­ფოვ­თან და­მარ­ცხ­და, ლი­ჩე­ლი - რუს ან­დ­რეი ხა­რი­ტო­ნოვ­თან, მა­ტი­აშ­ვილ­მა კი ჩემ­პი­ო­ნო­ბის შან­სი ასე­ვე რუს ზე­ლიმ ცკა­ევ­თან მარ­ცხით და­კარ­გა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალეტ მაგრებიხარტ.მადლობა ქვეყანა რო ასახელეტ
bajo
22:28 10-10-2016
0

სიახლეები პოპულარული