29 წლის
ლევან გორგაძე (
ტოჩინოშინი) მონღოლ დიდ ჩემპიონ
ჰაკუჰოს, რომელსაც იმპერატორის თასი 37-ჯერ (!) აქვს მოპოვებული, კარიერაში 24-ედ დაეჭიდა და 24-ედვე დამარცხდა. ლევანს ახალი წლის ბაშოზე ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა - 0:4, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ იგი ორ დიდ ჩემპიონსა და ორ ჩემპიონს შეხვდა.
ქართველი კომუსუბის მომდევნო მეტოქე სეკივაკე
შოდაია (1:1 ურთიერთშეხვედრებში).
თეიმურაზ ჯუღელს (
გაგამარუ), რომელიც მე-13 მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს ახალი წლის ბაშოზე. გაგამარუ ამჯერად
ჩიოტაირიუსთან დამარცხდა და ახლა
იჩინოჯოს (0:2 ურთიერთშეხვედრებში) ხვდება.
IV დღე (მნიშვნელოვანი
ბრძოლები): მიტაკეუმი-კაკურიუ (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-არავაში (იორიკირი), ჰაკუჰო-ტოჩინოშინი (იორიკირი), შოდაი-კოტოშოგიკუ (იორიკირი), კისენოსატო-შოჰოზანი (ცუკიოტოში), გოეიდო-ტაკარაფუჯი (სუკუინაგე), იკიოი-ტერუნოფუჯი (სუკუინაგე), ჩიოტაირიუ-გაგამარუ (ჰატაკიკომი).
V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი, ჰაკუჰო-შოჰოზანი, კაკურიუ-ტაკაიასუ, კისენოსატო-მიტაკეუმი, გოეიდო-ამავაში, ტერუნოფუჯი-ტამავაში, კოტოშოგიკუ-ტაკარაფუჯი, ტოჩინოშინი-შოდაი, გაგამარუ-იჩინოჯო.