ჰაცუ ბაშო. 8-22 იანვარი: მაკე კოში

AutoSharing Option
ახალი წლის სუპერტურნირი ქართველი სუმოისტებისთვის უიღბლო გამოდგა - კომუსუბის რანგში მოასპარეზე ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მუხლი დაიზიანა და ის ბაშოდან მოიხსნა, ხოლო მე-13 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ნაადრევად გაიფორმა მაკე კოში (უარყოფითი ბალანსი) და დაქვეითება არ ასცდება.

გაგამარუმ ბულგარელ აოიამასთან წააგო და ახლა 4-8 ბალანსი აქვს. უარყოფითი ბალანსის გამოსწორება შეუძლებელია, თუმცა ის უნდა შეეცადოს, რაც შეიძლება მეტი ორთაბრძოლა მოიგოს, რომ ელიტიდანაც არ გავარდეს. გაგამარუს მეტოქე მე-9 მაეგაშირა იშიურაა (1:1 ურთიერთშეხვედრებში).

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (ჰიკიოტოში), ტამავაში-კოტოშოგიკუ (ოშიდაში), კისენოსატო-იკიოი (იორიკირი), ენდო-გოეიდო
(ცუკიოტოში), ტაკეკაძე-ტერუნოფუჯი (ჰატაკიკომი), აოიამა-გაგამარუ (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
11-1: კისენოსატო (ოძეკი);
10-2: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ტაკანოივა (მაეგაშირა 10), იჩინოჯო (მ 13)... 4-8: გაგამარუ (მ 13), 0-6-6: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-გოეიდო, ტერუნოფუჯი-ენდო, გაგამარუ-იშიურა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული