29 წლის
ლევან გორგაძემ (
ტოჩინოშინი) 2017 წელს პირველი გამარჯვება იზეიმა, მან
სადანოუმი დაამარცხა იორიკირის ილეთით. შეგახსენებთ, რომ იანვრის ბაშოს ტოჩინოშინი კომუსუბის რანგში შეხვდა, მაგრამ მეხუთე დღეს ტრავმა მიიღო და ბაშოს გამოტოვება მოუწია.
ტოჩინოშინს 1-2 ბალანსი აქვს და 25 წლის
ჩიოშომას ხვდება, მონღოლი შარშან გადმოვიდა ელიტაში ამიტომ, მათ აქამდე მხოლოდ ერთხელ იჭიდავეს და ქართველმა სუმოისტმა გაიმარჯვა.
თეიმურაზ ჯუღელმა (
გაგამარუ) ერთი დღით უმაღლეს დივიზიონში იჭიდავა, მან
ჩიოო დაამარცხა მძლავრი ოშიდაშით. გაგამარუს 2-1 ბალანსი აქვს და ახლა ძურიოს მე-4 ნომერ
ჩიომარუს ხვდება.
III დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): სოკოკურაი-ჰარუმაფუჯი (ჰატაკიკომი), კისენოსატო-ტაკანოივა (ოშიდაში), ჰაკუჰო-ტაკეკაძე (იორიკირი), კაკურიუ-იკიოი (იორიკირი), შოდაი-გოეიდო (სუკუინაგე), ტერუნოფუჯი-შოჰოზანი (ოშიტაოში), ტოჩინოშინი-სადანოუმი (იორიკირი), გაგამარუ-ჩიოო (ოშიდაში).
IV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კისენოსატო-სოკოკურაი, ჰაკუჰო-იკიოი, კაკურიუ-კოტოშოგიკუ, ჰარუმაფუჯი-ტაკეკაძე, ტერუნოფუჯი-იოშიკაძე, ტოჩინოშინი-ჩიოშომა.