ქართველთა წყვილი მარცხი ოსაკაში

AutoSharing Option
ოსაკას "ოდიონ არენაზე" მეოთხე დღეა მიმდინარეობს ჰარუ ბაშო. ელიტაში მოასპარეზე ერთადერთმა ქართველმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ოთხ დღეში მესამე მარცხი იწვნია, მან ჩიოშომასთან დათმო ორთაბრძოლა. ახლა მისი მეტოქე ოკინოუმი იქნება. ორ ყოფილ სეკივაკეს ურთიერთშეხვედრებში ქართველი ლიდერობს - 6:3.

ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელიც (გაგამარუ) დამარცხდა. მან ჩიომარუსთან დათმო ოშიდაშის ილეთით. ჩვენებურს 2-2 ბალანსი აქვს და ახლა ვეტერან ტოიოჰიბიკის ხვდება.

IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კისენოსატო-სოკოკურაი (იორიკირი), იკიოი-ჰაკუჰო (იორიტაოში), კოტოშოგიკუ-კაკურიუ (სუკუინაგე), ჰარუმაფუჯი-ტაკეკაძე (იორიკირი), ტერუნოფუჯი-იოშიკაძე (იორიკირი), ჩიოშომა-ტოჩინოშინი (იორიკირი).

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-მიტაკეუმი, კაკურიუ-სოკოკურაი,
ჰარუმაფუჯი-შოჰოზანი, კისენოსატო-იკიოი, გოეიდო-ტაკეკაძე, ტოჩინოშინი-ოკინოუმი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული